საბეჭდი ვერსია: გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას
www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > განათლება > გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას


გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას
23.05.2018, 20:00; ნახვა: 1867; დაამატა: admin

სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი ახალ ეტაპზე გადაერთვნენ, წინ  ეროვნული გამოცდებია.
 
იყო 1; 2; 3; . . . 12 კლასი. ამ ეტაპზე 12 ბოლო დამამთავრებელი კლასი აღმოჩნდა (ჩემს დროს 11 იყო საკმარისად მიჩნეული). გამოსაშვები გამოცდები 4 საგნის ჩაბარებით (მთლიანობაში 8) შემოიფარგლებოდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია, მათემატიკა.
 
თითოეული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ იყო გულწრფელი სიხარული და ბედნიერება. ყოველი მოსწავლე თავისებურად გამოხატავდა, ბოლთის ცემით, თუ ჩვეული ნერვიულობით. ხუმრობდნენ  კიდეც, უხაროდათ ერთმანეთის წარმატებები: მათ ხომ, მათი თქმისა არ იყოს, ქართველობა უნდა დაემტკიცებინათ ქართულის კარგი ცოდნით, რამდენად შეეჩლოთ გაქცეული უცხოელის უკან მობრუნება, თუ გაბრუნება, ასევე იყვნენ ბრძოლაში ნაპოლეონთან, ჰიტლერთან, სტალინთან და ისტორიულ პიროვნებებთან ერთად, აფორმებდნენ მათთან ერთად აქტებს და ბოლოს ითვლიდნენ და ზომავდნენ პითაგორით, სინუსებით, კოსინუსებით, ჰერონით.
 
გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას, წინ კიდევ ბევრი გამოცდაა, ბარიერებს არ შეუშინდეთ, მოინდომეთ და ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
 


წყარო/source: https://www.facebook.com/chvenvazrovnebT