. . . ის მეგობარია . . . » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

. . . ის მეგობარია . . . 

-რამდენი რამ მსურს რომ გითხრა, მგრამ ვერ ვუგებთ ერთმანეთს.
- ჩემი გაგება ძნელი არაა.
- ძნელი არაა კარგი სათქმელია, ჩემს გარდა სხვებსაც ხომ აქვთ შენთან ეგეთი პრობლემა. არ გეგონოს რომ ვამბობდე ცუდი ხარ. პირიქით, რაც უფრო გაგიცანი, უფრო შემიყვარდი. მინდა უფრო კარგად შეგიცნო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
- გიფიქრია რა არის მაგ ვერ მოხერხების მიზეზი?
- კი და აი ისინიც: დაფარული ხარ, არ ლაპარაკობ ბევრს, რასაც იტყვი ამბობ რომ წყალი არ გაუვა და თავს მახვევ შენს აზრებს, მითითებ ასე და ამგვარად გააკეთეო.
- ყველას ეგეთი პრობლემები გექმნებათ ჩემთან, რაც ვარ ეს ვარ. თქვენ თვითონ ადამიანებმა გამხადეთ დაფარული და თქვენვე შეგიძლიათ გამხსნათ ბოლომდე. რასაც ვლაპარაკობ საკმარისადაა მიჩნეული, აზრი უნდა გამოიტანო მსჯელობით. ჩემი ნათქვამი ყოველთვის სწორია, ბოლოს მაინც სწორ შედეგამდე მიგიყვან. ნუ გეეჭვება, ამას წყალი არ გაუვა. ჩემი აზრებით ბევრი გაუკეთებიათ და მიუღწევიათ და ყოველთვის სწორ გზას გითითებ. ხშირ შემთხვევაში გაძლევ უტყუარ რჩევებს და გზა შენი მოსაძებნია.
-საკუთარი თავის ასე წარმოჩენა ამპარტავნობის და ეგოისტობის პირველი ნიშანია. ყველაფერზე პასუხი როგორ გაქვს, ჩემს შენთან პრობლემაზეც კი. არის ისეთი რამ რაზეც პასუხს ვერ გამცემ?
- ვისაც სურს ბოლომდე შემიცნოს, ეგიოსტობას და ამპარტავნობას არ მკადრებს. არც ისინი, ვინც საერთოდ არ მიცნობს. მათ ხომ საერთოდ არ იციან ვისთან აქვთ საქმე. პასუხს ყველაფერზე ვიძლევი და გახსოვდეს ყოველთვის რომ მე შენი უღალატო მეგობარი ვარ, ოღონდ გამიგე და ბევრ რამეს განახებ ცხოვრებაში.
- რაც მანახე ისიც კარგი იყო. მაქვს სურვილი შენთან მეგობრობის და შენთან ერთად ცხოვრების. რა გავაკეთო იმისთვის რომ უფრო უკეთ შეგიცნო და შევიყვაროთ ერთმანეთი?
- იყავი დაკვირვებული და მომთმენი. დაარქვი ყველაფერს საკუთარი სახელი. გახსოვდეს რომ ბუნებაში უსახელოდ არაფერია. არც მე ვარ უსახელო.
- მეგობარი ბევრი სახის ყოფილა და ეს შენ კარგად დამანახე, სულიერიც და უსულოც, მაგრამ ყველაფერს თურმე დანახვა უნდა, ერთმანეთის სხვანაირად დანახვა, ესეც შენ მასწავლე და მადლობა ამისთვის.
-ყველაფერი დანახვაზეა, იმაზე, თუ როგორ ვხედავთ. რა მიგვაჩნია ღირებული და რით ვაფასებთ, ანუ რა გვსურს დავინახოთ. ვერ ხედავ? მაშინ შეცვალე წარმოდგენა. გყავდეს მეგობარი, რომელიც ბევრ რამეს სხვადასხვა კუთხით გაჩვენებს. ამ ხედვას უნდა ითხოვდე, რომ მიიღო.
ეს ჩანაწერი მეგობრის ფორმულის სახეა. მასში შეიძლება დაინახოთ სულიერიც და უსულოც, ნივთიერიც და უნივთოც. ეს დანახვა კი ჩვენს მეგობრულ ნიჭზეა დამოკიდებული, ნიჭზე, რომელსაც მეგობრობის უნარი შეიძლება დაერქვას.

ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: