დედის გმირობის წყალობით, ის სახელგანთქმულ ადამიანად იქცა » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

დედის გმირობის წყალობით, ის სახელგანთქმულ ადამიანად იქცა 

ერთხელ პატარა ტომას ედისონი სახლში დაბრუნდა სკოლიდან კონვერტით ხელში, რომელიც გამოატანა მას მასწავლებელმა. წერილი პატარა ბიჭმა დედას გადასცა და თან სთხოვა, როცა იგი გახსნიდა კონვერტს, მისთვის გასაგონად წაეკითხა თუ რას სწერდა მასწავლებელი. დედამ ამოიღო კონვერტიდან წერილი, რამდენიმე წამი თვალცრემლიანი იდგა და ბოლოს ამოიკითხა წერილში ჩანაწერი. მასწავლებელი პატარა ტომასის მშობელს სწერდა: "თქვენი ბავშვი ნამდვილი გენიოსია, ჩვენ სკოლას არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები ბავშვის სათანადო სწავლებისთვის, ამიტომ გთხოვთ მიხედეთ ბავშვს თქვენ თვითონ." დედა ტიროდა, ხოლო პატარა ტომასი სიხარულით ხტოდა.
გავიდა მრავალი წელი. ტომას ედისონი მართლაც გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი მეცნიერი, უამრავი გამოგონების ავტორი. როცა მისი ღრმად მოხუცებული დედა გარდაიცვალა, ტომას ედისონს გადასცეს დედის წერილების და სხვადასხვა დოკუმენტაციის არქივი. საბუთების გაცნობის დროს გამოჩენილი მეცნიერი წააწყდა ერთ კონვერტს, რომელიც ეცნო. მან კონვერტი გახსნა და მასში ბავშვობის დროინდელი სკოლის მასწავლებლის წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "თქვენი ბავშვი სამწუხაროდ გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ვასწავლოთ სასკოლო საგნები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ასწავლოთ ბავშვს თავად."
ოჯახის წევრებმა პირველად ნახეს ატირებული ტომას ედისონი. მოგვიანებით დიდმა მეცნიერმა თავის მემუარებში დაწერა: "ტომას ედისონი მართლაც იყო გონებრივად ჩამორჩენილი და რთულად სწავლებადი ბავშვი, მაგრამ ჰყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომლის ძალისხმევით, შთაგონებით და რწმენით მსოფლიომ შეიძინა დიდი მეცნიერი, მეწარმე, გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე. დედის გმირობის წყალობით, ის საუკუნის სახელგანთქმულ გენიოსად იქცა"


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: