გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

რა არის სიყვარული? 

ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?" – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:

4 წლის ერი:
სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.

4 წლის მერიენი:
სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

4 წლის ბილი:
როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.

6 წლის რებეკა:
როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი:
სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

6 წლის მარკი:
სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.

7 წლის ნოელი:
სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს

7 წლის კერენი:
როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.

7 წლის დენი:
სიყვარულია,როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

8 წლის ჯესიკა:
თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა,მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.


ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?
ბიჭუნამ მიუგო –
არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე...


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: