განუსაზღვრელობა თუ ... » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

განუსაზღვრელობა თუ ... 

ყველაფერი ისე არაა მოწყობილი როგორც შენ ხედავ. შენ შენი აზრი და ხედვა გაქვს და სხვა კუთხიდან იყურები, ხედავ ნაწილს და ნაწილს ვერა. არ ვამბობ თითქოს მე ვხედავდე ყველაფერს, საუკეთესო აზრი გამაჩნდეს ვინმეს ან რაიმეს შესახებ, ან იდეალური კუთხე მქონდეს არჩეული სამზერლად. არა, ეს ასე ნამდვილად არაა. ადამიანები ვართ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეებით, ადამიანები, ამ სიტყვის მთელი შინაარსობრივი დატვირთვით და რაღაც შეგვეძლოს და არ შეგვეძლოს რა გასაკვირია.
არის მომენტები როდესაც გინდა თქვა რაღაც, მაგრამ სიტუაციას ელოდები, ეძებ უკეთეს ვარიანტს სიტყვებისას და მაინც ყველაფერი მეორე პირზეა დამოკიდებული, გამგონეზე. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და რა ვქნათ რომ ვინმესთვის მის პიროვნულ თვისებაზე გვინდა მითითება, ისე რომ, შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი, ვისთვის ქების თქმა, ისე რომ, თავში არ აუვარდეს, ვისთვის გრძნობის გაზიარება თუ სიყვარულის განაწილება, ყველაფერს ტაქტი სჭირდება და მიდგომა ფსიქოლოგიური.
არ მინდა რომ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი განსაზღვრულობაა, განგებ არიან უაზროდ პრინციპულები, ერთი მხრივ მაყურებლები, ყოველთვის და ყველგან მართალნი, არამსმენნი და ა. შ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს უნებურია ყველაფერი, განუსაზღვრელობაა და ყველაფერს მალე ნამდვილი სახელი დაერქმევა, მაგრამ საკითხავია როგორ?


წყარო/source: https://www.facebook.com/chvenvazrovnebT/

კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: