კარგი მკითხველი » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

კარგი მკითხველი 

თხელი ხის დრეკადი ფირფიტა გვერდზე გადადო, შემდეგ მეორე, მესამე ...
რა წიგნს კითხულობს? დაინტერესდა ფირფიტებზე მოთამაშეს გვერდით მჯდომი მგზავრი. თვალი გააპარა ერთი აბზაცის შესამჩნევად, გასარჩევად კითხულობდა და წაიკითხა...
მაგრამ, არა. გოგონამ გვერდი ჩაათავა, გადაშალა და თავიდან დააწყებინა ახლა უკვე სხვა აბზაცის პოვნა.
- რა წიგნს კითხულობთ? - ფიქრი უკვე სიტყვიერად გამოხატა წვეროსანმა ჭაბუკმა. გოგონამ თვალი შეავლო ცნობისმოყვარე თვალებს. წიგნი დახურა ისე, რომ ცერა თითი სანიშნად გამოეყენებინა და ჭაბუკმა მარტივად ამოიკითხა ,,adibas’’ . 
ზაზა ბურჭულაძის რომანის შესახებ ყმაწვილმა გოგონას ჰკითხა: 
-კარგი წიგნია?
- ყველა წიგნს წაკითხვა უნდა. - უთხრა და კითხვის გაგრძელებას შეეცადა. 
- ნამდვილად. ვატყობ კარგი წიგნია. თავისით იკითხება. ვხედავ ერთი სული გაქვთ საკუთარი ფანტაზიის დადასტურებას ან უარყოფას როდის ამოიკითხავთ. დადასტურდება და სახეზე კმაყოფილების ღიმილი გითამაშებთ, უარყოფის შემთხვევაში კი კოპების შეკვრა და დაკვირვებულობის გამოხატვა გყვარებიათ. 
- თქვენ კარგი მკითხველი ყოფილხართ. - ღიმილიანი მზერით უთხრა და შემდეგ ვითომ წიგნს დაუბრუნდა საკითხავად, ჩუმად მისდა გასაგონად ჩაილაპარაკა - არა მარტო წიგნის.
- მადლობა. . . . შეგიძლიათ მათხოვოთ წიგნი? - ითხოვა და თხოვებისთვის საჭირო ჟესტი, ხელის გაწვდენა გააკეთა. 
- ინებეთ. - ჩანიშნა, წიგნი დახურა და ყმაწვილმა წიგნი გამოართვა, გოგონას მიერ ჩანიშნული გვერდიდან კითხვა გააგრძელა, ორი ფურცელი წაიკითხა და უთხრა:
- აქედან გააგრძელეთ. ეს უკვე წაკითხული გვერდებია. - გაუღიმა და წიგნი დაუბრუნა. 
- ეგ როგორ?! -გაკვირდა, გაოცდა. ყმაწვილი კი სიამოვნებით შეჰყურებდა მოციმციმე, გაოცებულ, გაკვირვებულ თვალებს, სახეს, თვალების ციმციმისგან გასხივოსნებულს, სახის შუქ-ჩრდილებს და კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა რომ სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, გაოცების, გაკვირვებისა თუ წუხილის ჟამს ადამიანის სილამაზე განუზომელია. იცოდა რა, რომ საზოგადოება სახეზე ფარდას ჩამოიფარებს ხოლმე და უყვარდა ამ ფარდის გდახსნა და ადამიანების დანახვა. გოგონა პასუხს ელოდა და ყმაწვილმაც მიუგო:
- მარტივად. კითხვა ეს თანმიმდევრული პროცესია, რომელიც მარტო უნდა განახორციელო. შესაძლოა ნაწერი, სახლის დალაგება, თუ სხვა რაიმე საქმიანობა გაგრძელდეს, კითხვას კი ასკეტობა უყვარს. ბოდიშით, მყუდროება დაგირღვიეთ. კითხვის გაგრძელებაც შესაძლებელია რომ იცოდეთ, . . . ერთად კითხვით. აქ ჩემი გაჩერებაა. - გაუღიმა და ჩავიდა. 
გოგონა წიგნით ხელში გაშტერებული რამოდენიმე წუთს იყო. თავი არას მაუწყებელი ჟესტით რამდენჯერმე გააქან-გამოქანა და თქვა: ,,ის ჩემზე გიჟია’’. წიგნი ახალ სანიშნზე ჩანიშნა, ჩანთაში შეინახა და უკვე თავის მოსულ გაჩერებაზე ჩავიდა.

ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: