გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

მახსოვს მარტი და... 

მახსოვს მარტი და მახსოვს ყვავილთა,
მახსოვს სურნელი ატმის,
მახსოვს გოგონა წითელი კაბით,
ხელში ყვავილით გარბის.

მახსოვს გოგონა წითელი კაბით,
იდგა ატმებთან, ბაღში ეული,
მახსოვს ტიროდა და ამ ტირილით
უთრთოდა ლამაზს მთელი სხეული.

ლამაზი სახე, ლამაზი ცრემლი,
ლამაზი ქალის კაბა,
ლამაზ სიყვარულს გლოვობს
წაბლისფერ თმების ფარდა.


თრთოდა ატმების ყვავილთა გუნდი,
ბაღში ნიავზე ნანას მღეროდა;
ლამაზი ქალის მოთქმა-ტირილი
იქვე ატმებთან იკარგებოდა.

ვერ აიტანა ტირილი
მარტმა ლამაზი ქალის,
გულზე აბნია წითელი
ყვავილი ლამაზ ატმის.

დაჰბერა სიომ და გაიტაცა
ცაში ყვავილი ატმის.
გოგონა წითელი კაბით
ყვავილისაკენ გარბის ...

25.03.2008

ატმის ხესთან გაგივლია გოგოვ
და ყვავილი დაგრჩენია თმაში,
გშვნის როგორ, ლამაზია როგორ
წაბლისფერი თმის წითელი კაშნი.

წამო გოგოვ, წამომყევი სახლში,
თავზე აღარც კი დაგადგავ გვირგვინს,
ლამაზი ხარ მშვენება ხარ მიწის,
მზეც რომ შენი შემხედვარე იწვის.

წამო სახლში წამომყევი გოგოვ,
სიხარულით დაგხვდებიან როგორ.
ატმის ხესთან გაგივლია გოგოვ,
გშვენის როგორ, ლამაზი ხარ როგორ!


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: