გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

რომ შემიყვარდე 

–რომ შეგიყვარდე?

–რომ შემიყვარდე, გავაკეთებ ძალიან ბევრ ქაღალდის თვითმფრინავს…ისეთს და ისეთი გულმოდგინებით, როგორსაც და როგორი გულმოდგინებითაც მხოლოდ პატარა ბავშვები აკეთებენ ხოლმე, გაფრენის სურვილით თითოეულ უჯრედამდე გაჟღენთილნი…

რომ შემიყვარდე, დავინახავ სილამაზეს უხეირო სახლების უნიათო გამოხედვაში… დავინახავ ცას უფრო ლურჯს…არა, უფრო თაფლისფერს, ვიდრე სინამდვილეშია… დავინახავ ოცნებას ჩარჩოთა ყალბი გამოხედვის გროვაში…დავინახავ სიმართლეს იქ, სადაც ვიცი, რომ მას არაფერი ესაქმება… დავინახავ მაგ თმებს გზისპირ თავამოყოფილ სარეველებში…დავინახავ მაგ ხელებს მარტოსული ხეების ტოტებზე შემოხვეულს სუროებად… დავინახავ მაგ ყურებს ზღვისპირ მიმოფანტულ ნიჟარებად და მაგ თვალებს იმ თაფლისფერ ზღვად, რომლის ნაპირებზეც ეგ ნიჟარებია გროვებად… დავინახავ, როგორ ამოდის მზე და როგორ ქრება ღამის წყვდიადივით ჩამოწოლილი სევდა ჩემი გულიდან… იმასაც დავინახავ, როგორ ლამაზდება მახინჯი სამყარო ნელ–ნელა და როგორ ეპარება დილაობით წყლის წვეთი ჩემი სახლის წინ თავჩაქინდრულ ტიტას ყელზე საკოცნელად…

გავიგონებ, ჭექა–ქუხილის მერე როგორი ხალისიანი წკაპუნით ეცემიან თამამი წვეთები მანქანის სახურავს (ადრე ეს წკაპუნი უღიმღამოდ მეჩვენებოდა)… გავიგონებ, როგორ ეძახიან ხეები ერთმანეთს ბარათაშვილის ხიდთან და იმასაც გავარჩევ, რას ეძახიან… გავიგონებ როგორ ეხმაურებიან უხმო მთები კლდედქცეულ ქანდაკებებს და გავიგებ რას ნიშნავს „დუმილით ქუხილი“…გავიგებ რამ დაწერა ის ლექსები, რომელთაც „დიდი გრძნობით“ კითხულობენ ხოლმე „პოეზიისტები…“

რომ შემიყვარდე, გავიხსენებ, როგორი ვიყავი… გავიხსენებ, როგორ არ მინდოდა, რომ შემყვარებოდი… გავიხსენებ სიტყვებს: „მომბეზრდა“, „დავიღალე“, „მოსაწყენია“ და კიდევ ათასს… გავიხსენებ, რომ არ მცალია სიყვარულისთვის… გავიხსენებ, რომ არც თუ ისე მიმართლებს… გავიხსენებ, როგორ მეზარებოდა, მყვარებოდა… გავიხსენებ, როგორ მღლიდნენ უსასრულობად ქცეული, სიკვდილამდე მომაბეზრებელი და ყვირილამდე ყალბი ადამიანები… გავიხსენებ იმ განცდას, შენი არდანახვისას რომ მეუფლებოდა ხოლმე… გავიხსენებ აზრს, რომ მარტო არსებობა მხიბლავს… გავიხსენებ, როგორ ვფიქრობდი, რომ სისულელეა ყველაფერი…

ვიფიქრებ, ყველაფერი მაქვს… გავიფიქრებ, რომ არ დამიმსახურებია ამდენი… ვიფიქრებ იმაზე, თუ როგორ არ უნდა გავხდე „სიყვარულდამოკიდებული“… ვიფიქრებ, რომ მაინც მეტი მინდა, მაგრამ მთავარი მაქვს უკვე… ვიფიქრებ, რომ ამისთვის ყველაფერს დავთმობ…ვიფიქრებ იმაზე, თუ როგორ არ დამთავრდება ყველაფერი…

რომ შემიყვარდე ვეღარაფერს დავინახავ შენს გარდა…

რომ შემიყვარდე, ვეღარაფერს გავიგებ შენი ხმის გარდა…

რომ შემიყვარდე, ვეღარაფერს გავიხსენებ შენს გარდა…

რომ შემიყვარდე, ვეღარაფერზე ვიფიქრებ შენს გარდა…

რომ შემიყვარდე, ავიღებ იმ თვითმფრინავებს (პირველ აბზაცში რომ გავაკეთე) და თითო–თითოდ… ნელ–ნელა… თანდათან… გავაფრენ!


წყარო/source: https://iberi92eli.wordpress.com/

კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: