წარმოიდგინე... » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

წარმოიდგინე... 

ერთი ქუჩის ერთ კუთხეში, ან უბრალოდ ერთი სიტყვით განმარტოებულ ადგილას, შეამჩნევდით სიცივისგან ქურთუკებით იზოლირებულ ორი ადამიანის სილუეტს, რომლებიც გვერდიგვერდ ისხდნენ. ერთმანეთს მხარმიყრდნობილნი პერიოდულად ქანქარას მოძრაობას ასრულებდნენ. ერთ-ერთი პერიოდის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა ქურთუკიანმა თქვა: 
- წარმოიდგინე რიცხვითი წრფე. - თქვა და ჰაერში საჩვენებელი თითით წრფე გაავლო.
- კი. წრმოვიდგინე. - თვალთან ერთად თავიც გააყოლა თითს.
- ათვლის წერტილს ხედავ? - დახაზულ წრფეს, რომელიც გამქრალიყო, საწყისი წერტილიც მოუნიშნა.
- აჰამ, ვხედავ ნულიანს. 
- აჰამ, ეგ ნული და ლათინური O ასო, რომელიც ნულიანს აღნიშნავს. მაგრამ . . .
- რა, მაგრამ?
-ის, . . . რომ O და ნულიანი ზემოდან ჩაზნექილან და ამ დეფორმაციის შედეგად ქვემოთ წაწვეტებული ფორმა მიუღიათ. - ეს დეფორმაცია კი აღარ უჩვენებია.
-მოიცა . . . წარმოვიდგინო, დავინახო . . . ეგ . . .ეგ, ეგ ხომ გულის ფორმაა. - ხელით ჯერ მოხაზა, შემდეგ გათოშილი ხელებით გულის ფორმა შეკრა. 
- ნამდვილად გულია, წითელი გული. - დაუდასტურა ფორმა და ფერი. ღიმილით შეჰყურებდა ხელებით ნაჩვენებ ნულის ფორმას, რომელიც დეფორმირდებოდა გულად და პირიქით.
- წითელი? . . . ხოო, რა თქმა უნდა, გული ხომ წითელია. - ფერმა შეაშფოთა, მაგრამ გული წითლის გარდა სხვა ფრად რომ ვერ წარმოიდგინა, მის საქვეყნოდ აღიარებულ ფერს დასჯერდა.
- და ეგ ყველაფერი თუ წარმოიდგინე, მარჯვნივ სიყვარულის მიმართულებაა ისრით მონიშნული, გაჰყევი მას. - უთხრა ისე, რომ მისკენ  არც შეუხედავს. 
- უსასრულობაა. და, და . . . და მარცხნივ, მარცხნივ რაა . . . ? - მხარზე ხელი დაადო და პასუხის მოლოდინში მხარზე ბიძგს აძლევდა. 
-ვხედავ, ვხედავ ...  ისრის მხარე ურჩევნია ჩემს გულს. მე, მე . . . მე პლიუს უსასრულობა ვარ შენი.
-მეც, მე პლიუს უსასრულობა ვარ შენი. - სანამ ამ სიტყვებს ეტყოდა, შუბლზე აკოცა, შემდეგ, შემდეგ კი თვითონაც მიხვდები როგორ მაგრად გადაეხვეოდნენ ერთმანეთს. 
ჯერ დეფორმაციით და შემდეგ მათემატიკური ფორმით სიყვარულის აღწერა არასდროს ყოფილა ადვილი და ამიტომაც მკითხველს მივანდე მათი ერთურთს გადახვევის აღწერა. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას და არა მიკიბვ-მოკიბვით, მეც პირდაპირ ვამბობ და არავისგან მოვითხოვ არაფერზე დასტურ-უარყოფას. ეს ყველფერი მხოლოდ სიყვარულის აღწერაა.

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: