www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > I LOVE YOU > თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?


თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
01.09.2018, 13:19; ნახვა: 128; დაამატა: admin

" თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
თუ გინახავთ შორიდან?
მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.
გვერდიგვერდ ვდგავართ, შევყურებ და ვუცინი.
ალბათ ათასჯერ ვნახე ის კადრი, ვახვევდი და ვახვევდი, ვუყურებდი და ვუყურებდი უსასრულოდ.
და მიკვირდა. ასე არასდროს გამკვირვებია ჩემი თავი, არასოდეს მინახავს ასეთი, არ ვიცოდი ასეთიც თუ იყო.
მგონი ისიც არ ვიცოდი მანამდე, რომ მიყვარდა. ასე თუ მიყვარდა.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ ჩემგან აღარაფერი დარჩა და აღარაფერი შემიძლია, ის კადრი მახსენდება.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღირდა, და ყველაფერი ღირს, თუ შეიძლება ვინმეს ასე უყურო. თუ შეიძლება სულ რაღაც ორ წამში ჩატენილი ასეთი სიყვარული გამოგივიდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მთავრდება, როგორ იკარგება. მთავარი ის არის, რაც იქ ხდება, როცა უყურებ."

- ლ.ლიქოკელი love