გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

იმერეთი 

მოჩუხჩუხებს იმერეთში
ძირულა და ჩოლაბური
ჭიკჭიკებენ მათ ნაპირას
შაშვი, ჩხართვი, მოლაღური
მზე ანათებს მინდორ-ველებს
ვენახსა და მწვანე ყანას
პაწაწინას ურწევს აკვანს
დედა უმღერს იავნანას
არ შეშინდე, ვერ ჩასწყვიტავ
გაიარე მოდი-მიდი
აქანავე აქეთ-იქეთ
ყვირილაზე ბონდის ხიდი
ინახულე ზესტაფონი
ინახულე მისი ფერო
სავსე მკერდით ჩაისუნთქე
იმერული ატმოსფერო
გაიხედე მარჯვნივ, მარცხნივ
აიხედე მაღლა ცაში
ასეთ ზეცას სად იხილავ
გამოარჩევ ათას სხვაში
მოიარე კვალითი და
მოიარე ყველა სვირი
თიხის ჯამით ღვინო შესვი
მოგცილდება დარდი, ჭირი
ოკრიბაში თუ მოხვდები
მთას თუ ნახავ ნაქერალას
ცხრაჯვარს სანთელს თუ აუნთებ
არ მოგაკლებს ღმერთი ძალას
ქუთაისში გორა ნახე
ნახე ჭომა, საფიჩია
გელათი თუ არ შევაქე
მაშინ სულიც გამიცხია
თუ გადასწყვეტ რომ ეწვიო
თუკი ნახვა დააპირო
გაგაქროლებს ღრუბლებისკენ
ჭიათურის საბაგირო
საჩხერეში დაისვენე
შეუშვირე ნიავს სახე
მაღლით მთიდან რომ დაგყურებს
ციხე არის მოდი ნახე
თერჯოლაში პური ჭამე
მოიხდება დიდი ქვევრი
შემდეგ წადი მოიარე
ნახე ჩხარი, ნახე ძევრი
თუ გამოგრჩა დაინანებ
ეგ იქნება ტრაგედია
იმერეთის კარიბჭეა
ქალაქს ჰქვია სამტრედია
არ გამოგრჩეს ბაღდათი და
არ გამოგრჩეს ძველი ვანი
მოისურვებ ისევ ნახო
არ გაივლის დიდი ხანი
ასეთია ჩემი მხარე
რასაც ჰქვია იმერეთი
ჰქონდეს მუდამ სიხარული
გმფარველობდეს მაღლით ღმერთი
თამაზ კაპანაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: