გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

წამოდი მთებში, გავეცალოთ დამტვერილ ქალაქს 

წამოდი მთებში, გავეცალოთ დამტვერილ ქალაქს,
წამოდი, თუნდაც ცის კიდეზე ავაგოთ სახლი,
ო როგორ მინდა სადედოფლო დაგადგა ფატა
და ხორცის ნაცვლად სულს უვლიდე საკუთარ თავში.

ამბობ რომ ნიღაბს არასოდეს მოირგებ, მაგრამ
გამოგაცალა დრომ უნარი ბრძოლის და განცდის,
ნებდები მალე, ყველაფერზე პასუხობ დიახ
გგონია უკვე ზრდასრული ხარ ტვინით კი ბავშვი.

წამოდი, გთხოვ რა საკმარისად გვატკინა წლებმა,
ტრიალებ მხოლოდ სიზმრებში და ოცნების გასწვრივ,
ო როგორ მინდა ჩემი შვილის დედიკო გერქვას
და ყოველ რიჟრაჟს მზის მაგივრად შენ მყავდე ცაში.

ვიხსენებ წარსულს, გარდასული დღეები მინდა
მიყვარხარ, მაგრამ ალბათ ახლა აღარ აქვს აზრი,
უშენოდ მკერდის თითოეული ნაწილი მტკივა
გაჭირდა სუნთქვა და ვენებში დამიშრა სისხლი .

წამოდი, მთებში გავეცალოთ დამტვერილ ქალაქს,
წამოდი, თუნდაც ცის კიდეზე ავაგოთ სახლი,
ო როგორ მინდა სადედოფლო დაგადგა ფატა
და ხორცის ნაცვლად სულს უვლიდე საკუთარ თავში.
 

ავტორი/Author: გურამ თათულაშვილი


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: