გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ცხრა ფიქრი 

ცხრა წუთის შემდეგ მომეფიქრე და
ცხრა ფიქრმა ჩემზე ცხრაჯერ ითოვა,
ჩემში აღძრულმა გულის სიგიჟემ
სამყარო შესძრა, ნება ითხოვა.

რომ ცხრა მთას იქით ცხრაჯერ მეყვირა
თუ როგორ მათბობს სიმების ცეკვა.
განთიადისას ზღვიდან მემზირა,
შენში ჩამდნარი ცის ნამი მერქვა.

ცხრა სუნთქვის შემდეგ ცხრაჯერ გავგიჟდი,
მარტის სურნელმა იხუვლა ჩემში
და გაზაფხულის მზესთან გავშიშვლდი,
როგორც გრძნობები გულიდან მკერდში.

ცხრა სიყვარული გასიყვარულდა
მე ჩავიფერფლე შენში იმ ღამეს
სიყვარულმა რომ სიგიჟე იცნო
და ერთმანეთი იგრძნეს, იწამეს.

გულის ენას ხომ უფლისთვის უთქვამს
ამ სამყაროში ცხრაჯერ რომ მიხსენ.
ცხრა გაზაფხულის ცხრა ამოსუნთქვას
ერთად შემოვრჩით მე, შენ და ჩვენ.

ჩვენ ხომ ის არის შენ რომ არ იცნობ,
ორთავე ერთად, ღმერთმა მოგვთხოვა
ამ სიყვარულის ერთი სიცოცხლე
იმ ღამეს როცა პირვლად მოთოვა.

17.03.2015

ავტორი/Author: თეონა ნებიერიძე


წყარო/source: http://vipnebiera.blogspot.com/

კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: