საბეჭდი ვერსია: ერთი და მეორე
www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > მე შენთვის ვწერდი... > ერთი და მეორე


ერთი და მეორე
25.02.2017, 01:05; ნახვა: 950; დაამატა: admin
ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე

კარგ საქმეზე წასწრებული ბავშვის ღიმილ შერჩენილები უცქერდნენ ერთმანეთს და რომ არა გარემოს ყურადღებამისაქცევი ხმაური, თვალებით ერთმანეთზე დაბმულები იქნებოდნენ ერთმანეთის თვალების ფერში უაზროდ მაცქერალნი.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მაღალი სისწრაფით მიიჩქაროდა, თავი და თავთან ერთად თვალებიც გააყოლებინა ხმაურის უფრო მეტი ხმაურით დამრღვევ ავტომანქანისკენ.
- აუფ, . . . მშვიდობით იარე - იტყვის ერთი და მეორეც - სად ეჩქარება?! - ერთმანეთს უკვე გასაკვირველი სახით შეხედავენ და გაკვირდებიან კიდევ, ორნივე თავისთვის, ეს რა მყუდროება დაგვირღვიეს და ეხლა რა უნდა გაეკეთებინათ აღარ იცოდნენ.

ერთმანეთის ნახვის სიხარულიდან გამორკვეულები იდგნენ თავდახრილები და ელოდნენ ერთმანეთს. სიტყვას, ქმედებას ან გარემოს ხმაურს, ყურადღება გადამტანს შეეძლო მათთვის ეს დაძაბულობა დაეფანტა.
დამნაშავესავით თავჩაღუნულებს ესირცხვებოდათ ცოტა ხნის წინათ ერთმანეთის სულის სარკეში, თვალებში, ყურება. ერთსაც და მეორესაც წარმოედგინა მეორის თვალების სიღრმე და ამ სიღრმის თვალუწვდენლობით გამოწვეული სიამე, მაგრამ, კვლავ აღარ უყურებდნენ და აღარ ტკბებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ერთმანეთის შეხედვით, მათთვის გარემომცველი სამყარო იარსებებდა და აღარ იქნებოდნენ ისინი მარტო.
ერთმანეთის პირისპირ, თავჩაღუნულნი, თავვერაუწეველნი, იდგნენ და ფიქრობდნენ...
დიდი ხნის უნახავნი იყვნენ და ქუჩაში მოულოდნელმა შეხვედრამ როცა ამ ყოფაში ჩაყარა, ორივე ფიქრობდა იმ წარსულზე, რამაც ისინი აქ მოიყვანა.
კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, კარგად კი არა, ზედმეტად კარგადაც. ერთგულნი იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ებრძოდნენ კიდეც ერთმანეთს. გრძნობდნენ, აღიქვამდნენ და ალამაზებდნენ ერთმანეთს, ვიდრე სახელი არ დაარქვეს ამ ყოფას. ერთმა იცოდა მეორის შესახებ და მეორემაც ერთის შესახებ, მაგრამ გარეშე პირის მიერ ამ ყველაფრისთვის ,,სიყვარულის’’ დარქმევა ბომბის გავარდნას გავდა. სიყვარულით დაშორდნენ ერთმანეთს. სიძულვილი არ ესმოდათ და ვერც ის ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმაც და მეორემ, რაც სიყვარულსა და სიძულვილს აშორებს თურმე.
იდგნენ სიყვარულით ერთმანეთზე თვალებით დაბმულები, შემდეგ სიყვარულით თავჩაღუნულნი, შემდეგ სიყვარულით ერთმანეთისთვის ერთობლივად ნათქვამი სიტყვა ,,ბოდიშით’’ თავაწეულნი და . . .
და ბოლოს სიყვარულით ერთმანეთის გვერდით ჯარისკაცის ნაბიჯით მიმავალნი, მკლავგაყრილნი, ხან ერთი და ხან მეორე მხარით მხარს ბიძგს აძლევდა ,,თანაჯარისკაცს’’ და ჯარისკაცულ ნაბიჯს აურევდა ხოლმე. დრო მათთვის მკურნალი აღმოჩნდა და შერქმეული სახელი ,,სიყვარული’’ მათთვის ისევ გასაგები და შეცნობადი გახდა.
მაგრამ ვის რა ეკითხებოდა ამ ყველაფრისთვის ,,სიყვარული’’ დაერქმია? ალბათ ეკითხებოდა . . .

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე