www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > მე შენთვის ვწერდი... > გერასიმე - თავი II


გერასიმე - თავი II
08.03.2017, 20:00; ნახვა: 1108; დაამატა: admin
ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე

კარები მხოლოდ სახელურის გადაწევით აღარ გაიღო და დარწმუნდა, რომ ნამდვილად დაეკეტა. გასაღები შეინახა და კიბეებზე დაეშვა. ყოველ ახალ საფეხურს რიტმული ხტუნვით ხვდებოდა. ჩაამთავრებდა კიბეების ერთ გამოყოფილ თავდაღმართს, ვაკე ადგილზე შემოუბრუნდება ახალ თავდაღმართს და ასე სვენებ-სვენებით ჩაამთავრა 5 სართულისთვის განკუთვნილი კონსტრუქცია და ქუჩას შეუერთდა.

ქუჩა, სახლი, სამსახური, მეგობრები, . . . , სადაც არ უნდა ყოფილიყო გერასიმე ყოველთვის დაატარებდა ახალ-ახალ ფიქრს.
ადამიანი ფიქრისთვის არის გაჩენილიო და ფიქრობდა გერასიმეც. აფიქრებდა ყველაფერი. სიტყვა, ქმედება, საგანი, წარსული, აწმყო, მომავალი . . . ეს ის არასრული უსასრულო სიმრავლის ელემენტებია, რასაც გერასიმე დაეპყრო.

ბევრჯერ უხუმრიათ მეგობრებსაც მასთან ამის თაობაზე. - დაასვენე ბიჭო ტვინი და შენც დაისვენეო. გერასიმე კი გაუცინებდა ჭკუის დამრიგებელსაც, საკუთარ თავსაც და გარე სამყაროსაც და იტყოდა - ამით უფრო ვისვენებ, ეს ჩემთვის დასვენებააო.

გერასიმეს სამსახურში მიეჩქარებოდა და თუ რას გამოხატავდა ის გარეგნულად, სიარულით, მიმიკით და დამხვდურ ნაცნობს თუ უცნობს როგორ თავაზით მოეპყრობოდა, ამაზე არ შევჩერდეთ. გერასიმეს შინაგან სამყაროს და ფიქრებს დავუბრუნდეთ და მისი გარეგანი მხარე ხომ მისი შინაგანი მხარიდან, მისი აზრებიდან და გადაწყვეტილებებიდან მომდინარეობს.

გერასიმე ლაღი, თავაზიანი, ზრდილობიანი, ბევრისთვის კარგ ან უბრალოდ კარგ ადამიანად ითვლებოდა. ამას თავად გერასიმე თვლიდა და აფიქრებინებდა სხვათა ქცევა, სიტყვა თუ დამოკიდებულება მის მიმართ. ბევრი მას გარეგნულად იცნობდა და მის შინაგან მხარეზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ახსოვს გერასიმეს ამრეზით შეხედვაც და სიტყვის პომპეზურად ან სახრედ გამოყენებაც. თვალების დაჟინებულობას თუ არიდებას, სიტყვის მწარე კორტვნასა და ამწველ სახრეს დაუჩაგრავს გერასიმეც, მაგრამ შემდეგ ისწავლა, უფრო მეტად ასწავლეს, ზუსტად იმ ხალხმა, ვინც ამრეზით მაყურებელნი და სიტყვის საკორტნელად გამომყენებელნი იყვნენ. დაინახა გერასიმემ ადამიანის ის ბნელი მხარე, რომელიც მეორე ადამიანს ჩრდილს აყენებს. და ისწავლა გერასიმემ, როგორ დამდგარიყო ამ ჩრდილში. მიხვდა, როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინა ეს ჩრდილი სიცხისგან თავდასაცავად. დააკვირდა საკუთარსაც და სხვასაც და შეიცნო საკუთარი თავი. სხვასაც აკვირდება იგი, აკვირდება რადგან თანადგომა გაუწიოს მეგობრებს, ან დაიცვას საკუთარი თავი შემტევებისაგან.

,,ნასწავლი’’ გერასიმე გარეგნული მხარის მიხედვით აფასებს ადამინის შინაგან სამყაროს. რადგან უკვე იცის, ყოველ სიტყვას თუ ქმედებას რა შინაგანი ბუნება იწვევს. ესმის გერასიმეს ყოველი ყოველის, ყოველ შემთხვევაში ცდილობს და გამოსდის ესმოდეს.

გერასიმე სამსახურში გავაცილეთ და მას იქაც მივაკითხავთ სტუმრად. გერასიმეც ჩვეული ქართული გულით, სტუმართმოყვარეობით დაგვიხვდება. გაგვაცნობს ყველას და ყველაფერს და გვაპოვნინებს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს საკუთარ თავზე, რანი ვართ და რას როგორ უნდა ვაკეთებდეთ.

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე