შავი კარდიგანი » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

შავი კარდიგანი 

- ყველაზე ცუდი იცი რა არის ?
- მაინც რა ?
- აი, რომ იცი უყვარხარ და მაინც თმობ.
- და თუ გრძნობები გაკავშირებთ რაღატომ თმობთ ?
- ჰეჰ, ბავშვი ხარ, გაიზრდები და მიხვდები.
თმაზე ხელი გადამისვა, თავისი შავი კარდიგანი მოისხა, გასაღები და ჩანთა აიღო და სახლის კარიც გაიხურა. კეინტრინი იცით ვინ იყო ? აი ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, გარდა ერთისა : როგორ უშველოს თავს. საკუთარი თავით არის შეპყრობილი და მისი განკურნება არც ისე იოლია. დამეთანხმებით ნამდვილად ძნელია გერქვას „ქალი შავი კარდიგანით". თუმცა, თქვენ რა გეცოდინებათ მის შესახებ ? თქვენ ხომ უცოდინრების და განუვითარებლების თაობა ხართ ?..
1996 წელი იყო. ნელა მიუყვებოდა კეიტრინი ნიუ-ორლეანის ქუჩას და თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა. რა გააკეთა კარგი ? რა ცუდი და რა სასარბიელო ? მაგრამ პასუხი ვერცერთ მათგანს ვერ გასცა. დახვეწილი ოცდაათიოდე წლის ქალბატონი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა ქუჩაში მიაბიჯებდა და ვერ გაეგო მისი ცხოვრების აზრი. რა მიიღო იმით, რომ არის პოპულარული , მიმზიდველი და მისაბაძი ყველასათვის ? არც არაფერი.
სული ეყინებოდა. გრძნობდა როგორ ლპევოდა მისი გული შიგნიდან და როგორ არ მიეწოდებოდა მას საკმარისი რაოდენობის სისხლი. ხელები დალურჯებული ჰქონდა და ნელ-ნელა მართლაც ქანდაკებას ემსგავსებოდა. ყველა გამვლელი ავტოგრაფს თხოვდა, მაგრამ ლამაზი ქალბატონი გაშეშებული იდგა და ცას მიშტერებოდა. ეითხებოდა უფალს რა დააშავა და რა უნდა გამოესწორებინა. მისგან კი პასუხს ვერ იღებდა.
ზოგჯერ ადამიანმა თავად უნდა აამუშაო გონება და ნახო რას აკეთებ ცუდს და რა არის შენს საქციელებში კარგი. აი მაშინ მიხვდა კეიტი რატომ იყინებოდა. მას უმთავრესი დაავიწყდა. მას სიყვარული არასდროს მოუძებნია...


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: