გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

თოვდა ფიქრებში ფიფქებად 

ხელის მწყობრი თითების შეერთება ამოძრავდა ვერტიკალური მიმართულებით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. შედეგი არ ჩანდა და ამიტომ ახლა ჰორიზონტალურად, დამშვიდობების მაუწყებელი ჟესტით, ცდილობდა მეგობრისთვის გაშტერებული თვალი აემოძრავებინა.
მაგრამ არა. საფიქრეთში გადასულს ამ ქვეყნიური მოძრაობები ვეღარ შველოდა. არაერთხელ ხელით მზერის ჩახერგვამ შედეგი ვერ დაანახა და შეშინდა. უნდოდა ეყვირა - ეე, რა გჭირს! მაგრამ საყვირლად გაღებული პირი გონებამ დააკეტინა. გაიაზრა რა, რომ სხვა სამყაროში გადასახლებულის ნაჩქარევი დაბრუნება სახიფათო შესაძლოა ყოფილიყო. გადაწყვიტა - ფრთხილად, გონიერად ემოქმედა.
მხარზე დაადო ხელი, . . . დაეყრდნო.
სიმძიმის ძალამაც არ იმოქმედა.
ის ისევ მჯდომარედ ხელებ მუხლებ შემოხვეული, ნიკაპ მუხლდაყრდნობილი იყო თვალგაშტერებულად ერთ ხეს მაცქერალი.
დაეჭვდა. ცოცხალია, თუ არაო და იმდენად გააჟრჟოლა ამ ფიქრმა, რომ ორჯერ და სამჯერ ტანი აეგრიხა. ფეხი უკან გადაედგა, მეორეც აემოძრავა და მეგობარს შორის მანძილი გაზარდა. უკან სიარულისას გამოერკვა. სად მივდივარ, ასე ხომ ვერ დავტოვებ, ამ ცივ, თოვლიან, ქარიან ამინდში. ცოდოა, ისედაც საცოდავიო - გაიფიქრა და ახლოს მივიდა. ფილტვების თბილი ჰაერი იგრძნო თითებზე და დამშვიდდა, - მაშ, ცოცხალია - ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელების ფრთხილად დაზელვა დაუწყო.
მეგობარი ისევ წინ, თითქოს ხის გაღმა უსასრულოდ იცქირებოდა. ხის, რომელზეც ინტერესის გამო, რას უცქერის ასე გაშტერებითო გოგონამ შეამჩნია პატარა ქაღალდი. მიირბინა, მართკუთხედის ფორმის ქაღალდი ფრთხილად ჩამოხსნა, მაგრამ მეგობართან ვეღარ მიირბინა. უკან სავალ გზაზე, ნაძვის ხისთვის მიბარებულ მცირე ქაღალდით სიყვარული აუხსნეს. გოგონა სახლისკენ გაიქცა. მეგობარი კი უკვე მომღიმარი და ხეს მიშტერებული მჯდომარედ იყო. . . . იყო თუ იდო, იდო თუ ეგდო. ეჰ, არ იცოდა ეს ყველაფერი.
გოგონა გამოჩნდა მოსაცმელით ხელში. ლოდინით და სიცივით გათოშილ მეგობარს გვერდებზე მოახურა, გვერდით ჩამოუჯდა და ქაღალდი გადასცა. ქაღალდს სისველესთან, გოგონას ცრემლებთან ერთად, გოგონას ნაწერიც ეტყობოდა. ბიჭის ნაწერ ,,მე შენ მიყვარხარ ნ.’’ -ს ამოიკითხავდით ფურცლის ერთ მხარეს, მეორეზე კი გოგონას სიტყვები ჟღერდა ,, მ. , მე შენ მიყვარხარ ’’ კარგი თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ,,მ’’ ბიჭის ნაწერ ,,ნ’’ - დან სარკულსიმეტრიულად ჰქონდა გამოსახული.
შეყვარებულები გადაეხვივნენ, შემდეგ ადგნენ და მარადმწვანე ხეს ისევ იმ ზომის ფურცელი ჩამოჰკიდეს, რომლის ორივე მხარეს სიტყვა ,,მადლობა’’ და ხელმოწერები იკითხებოდა.
იყო თუ იდო, იდო თუ ეგდო. ეჰ, ახლა კი იცოდა ეს ყველაფერი. არც იდო და არც ეგდო. ნ. და მ. მყარად იდგნენ სიყვარულით სიყვარულის გზაზე.

ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: