იყო ერთი უცნობი გოგონა » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

იყო ერთი უცნობი გოგონა 

მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს გავხედე, ოჰ! შევიცხადე და გადარჩევა დავაპირე. ცოტა რთულად მომეჩვენა და პირდაპირ ჩანთაში ჩავყარე. წვიმის შემდეგ ქალაქი ჯერ კიდევ გრილი იყო და ჯობდა წავსულიყავი.


ნაბიჯი ცამდე (4) 

მიყვარს ფეხით სიარული. მანძილს მნიშვნელობა არ აქვს, ასე სიარულში გამივლია ქუჩები და მერე ჩემი გამკვირვებია. სახლში აღარ მივსულვარ პირდაპირ სამსახურში წავედი, რომ ცოტა დამესვენა და თუ ვინმე დამხვდებოდა სერიოზულად გვესაუბრა. ჩემი ყურადღება გოგონამ მიიქცია. შორს ვიყავი მაგრამ, უკვე კარგად შევათვალიერე. იყო ერთი უცნობი გოგონა რომელიც იყო ყველაზე ლამაზი და საყვარელი მთელს ქვეყანაზე. ერთმანეთს რომ დავუახლოვდით, მივხვდი რომ მე ის ნაკლებად შემამჩნევდა და პირდაპირ მისკენ წავედი. არ ვაპირებდი გზა დამეთმო. შევამჩნიე რომ ხელში ტელეფონი ეჭირა და აღელვებული საუბრობდა:
-არა რა ასეთი რა იყო, რომ შეხვედრა დანიშნე და არ მოდიხარ.... კარგი რა, ისედაც დიდი არაფერია. - ეტყობოდა რომ საპირისპირო მხარეს იცავდნენ, მაგრამ გოგონა მაინც თავისას ამტკიცებდა. მართლაც და, რა უნდა დაგემართოს ისეთი, რომ თუ შეხვედრა დაუნიშნე ასეთ გოგოს, არ მიხვიდე. მეც ჩემებურად დავადგინე, იგრძნო რომ ვიღაც უახლოვდებოდა და გვერდზე ჩამიარა, არც შემოუხედავს.
მეტი რა დამრჩენოდა, გავჩერდი და სანამ თვალს მიეფარებოდა ვუყურებდი. არ ვარ ისეთი, რომ უკან გავკიდებოდი და რაღაც უაზრო საუბარი დამეწყო, თუმცა გული კი მწყდებოდა. როდის ვნახავდი კიდევ, ალბათ არც არასდროს. რომ აღარ ჩანდა ერთი კი ვიფიქრე ჩავალ ქუჩაზე და იქნებ კიდევ დავინახო მეთქი მაგრამ, ცოტა გამოვფხიზლდი. მიმოვიხედე, ასე იდიოტად რომ დავმდგარვარ ქუჩაში, ჩემი თავის შემრცხვა.

-გამარჯობა ვაჟა, არ მოსულა?
-არა ბატონო. -მითხრა შუახნის კაცმა და გასაღები გამომიწოდა. ვაჟა ჩვენი ცენტრის დაცვაა, იცნობდეთ
ნეტა არც მოვიდეს, არადა მინდა მოვიდეს, რომ საბოლოოდ გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ. მაგრამ მისი უაზრო იდეების მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა. ასე გონებაში ჭიდილში გავაღე კარი და ჩანთა იქვე მივაგდე. ხმა არ გამიგონია, ეტყობოდა რომ სადღაც რბილად მოვათავსე.
დღეს მეტად რთული დღე მქონდა, კმაყოფილი ვიყავი შეხვედრებით. ცოტა გადავწყვიტე დამესვენა და შემდეგ საბუთები მომემზადებინა. კომპიუტერი ჩავრთე და youtube-ზე ქართული სიმღერების პლეილისტი ჩავრთე...
მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,
ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
ყველაფერს ლამაზ შენ გადარებდი
შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი...
-ლევან! -შემომესმა უცებ და ხმას დავუწიე. კარში ვაჟა იდგა და ხელში რაღაც ეჭირა. ჩემს რეაქციაზე გამიღიმა და კარი დახურა.
-რა ხდება ვაჟა? -ვკითხე გაკვირვებულმა და სკამი შევთავაზე.
-არა ვერ დავჯდები, უნდა გავიდე მალევე. -მითხრა და ფაილში ჩადებული ფურცელი მომაწოდა. ფაილში cv შევამჩნიე და გაკვირვებულმა ვკითხე
-ეს რა არის? ხომ იცი რომ ახალ თანამშრომელს ვერ ავიყვანთ.
-ეგ შენ, მაგრამ სოსო სხვაგვარად ფიქრობს.
-შენთან როგორ აღმოჩნდა?
-მოსული იყო და ძალიან გაბრაზდა, რომ არავინ დახვდა. მერე ნომერი მივეცი და ასე უთხრა ჩემთან დაეტოვებინა.
- და მოსვლისას რომ გკითხე, ხომ არ მოსულაო, მაშინ რატომ არ მითხარი?
-სულ ასე მეკითხებით ხოლმე და მეც სოსოზე გიპასუხეთ. -თავი იმართლა ვაჟამ. - ახლა კი წავალ, არავინ მოვიდეს.
-კარგი ვაჟა, კარგი.
კარი გაიხურა და ახლა მივხვდი, რომ ის იქნებოდა. სიმღერისთვის ბოლომდე არ დამეწია და თავისთვის ღიღინებდა. რას? ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა. ფაილს დავხედე, მე მას უკვე ვიცნობდი.
 


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: