ნაბიჯი ცამდე 2 » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ნაბიჯი ცამდე 2 

- ლევან! შენი მოხსენების ჯერია. -არ ველოდი ასე პირდაპირ შალვასგან. ცოტა დავიბენი, მაგრამ როცა სოსოს სპორტულებს გავხედე, მივხვდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 


ნაბიჯი ცამდე 2

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მშიშარა ნამდვილად არ ვარ, თავიდან მაინც მიჭირს ცოტა, მაგრამ მაშინვე ვცდილობ იუმორს მოვუხმო ხოლმე და ვცდილობ რამე ისეთი გავაკეთო, რომ არაფერი დამეტყოს. შესაბამისად სულ მომღიმარი ვარ, ამით გამოსავალს ვპოულობ, რაც მერე მეხმარება, რომ დავწყნარდე და დაფანტული ფრაზები და აზრები დავალაგო. ხშირად კი აუდიტორიაში ვიპოვნი ხოლმე სასიამოვნო გარეგნობის ადამიანს და წარმოვიდგენ, რომ რასაც ვყვები მას ვუყვები ერთი ერთზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სანერვიულო ნაკლებად მქონდა, ყველას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ჯერ კიდევ ვერ დაევიწყებიათ მომხდარი ფაქტი.
მხოლოდ ცალტვინას არაორდინალურმა ქმედებამ კიდევ გააოცა დარბაზში მყოფნი. თავიდანვე მე და ის ბოლოსკენ ვიჯექით და ის ისევ იქ იყო. ჩემი მოხსენების დროს მხოლოდ ერთხელ შემაწყვეტინეს სიტყვა, ცალტვინამ ბოლოდან პრეტენზია გამოთქვა, რომ არ ესმოდა. მის ასეთ ქმედებას ყველამ ისეთი თვალით გახედეს, თითქოს ვის დაკარგვიხარო შვილო და ფოტოაპარატი მიაჩეჩეს სურათები გადაიღეო.
მოხსენების შემდეგ ცოტა განხილვა მოაწყვეს ჩემი თემის და მითითებებიც მივიღე, როგორ გამეგრძელებინა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაზუსტებას და რაღაც დეტალების უფრო მკაფიოდ წარმოდგენას ითხოვდნენ. მეც ჩემებურად აღვუთქვი, რომ მათ აზრს გავითვალისწინებდი.


მეორე დღეს შალვამ შეგვკრიბა და ასეთი წინადადება შემოგვთავაზა. ინსტიტუტის კადრების უმეტესობა ხნის არის და თქვენ ახალგაზრდებმა ერთად იმოქმედეთ, ახალგაზრდული ცენტრი ჩამოაყალიბეთ და ჩვენ ყველანაირად მხარს დაგიჭერთო. შალვას ეს ქმედება დანაშაულის გამოსყიდვად შევაფასე, მაგრამ რაც იყო შემოთავაზება კარგ იდეად მომეჩვენა, მთავარი მისი განხორციელება რჩებოდა. ეს ჩვენ გვევალებოდა, ჩვენ ვიყავით ახალი ცენტრის ახალი თანამშრომლები: სოსო, მე და ცალტვინა.
 


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: