ნაბიჯი ცამდე 5 » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ნაბიჯი ცამდე 5 

წინა ნაბიჯი ცამდე 4
-კარგი ვაჟა, კარგი.
კარი გაიხურა და ახლა მივხვდი, რომ ის იქნებოდა. სიმღერისთვის ბოლომდე არ დამეწია და თავისთვის ღიღინებდა. რას? ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა. ფაილს დავხედე, მე მას უკვე ვიცნობდი.

ნაბიჯი ცამდე 5
 ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის დეტალურად შემიძლია დავიმახსოვრო ყველაფერი. ბავშვობაში ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდი და ძალიან მიკვირდა, როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ძალიან დიდი რაღაცა მეგონა ეს უთანხმოება, მიუღწევადი. მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ადამიანის საქციელი შესაძლებელი ყოფილა გაუგებრობა აღმოჩენილიყო. ახლაც მიკვირს რატომ ვერ უგებენ ერთმანეთს, უფრო სწორად ის მიკვირს რატომ კამათობენ; ვერ გაუგე? ეცადე გაარკვიო. რაფერი ვიცოდი თუ აპირებდნენ ვაკანსის გამოცხადებას, არ უთქვამთ და როგორ მეცოდინებოდა. ეჭვი მქონდა რომ ეს მარტო სოსოს გადაწყვეტილება იყო.
- ოხ, შენ პირნათლად ასრულებს დანაპირებს, მე კი ისევ დამაგვიანდა -შემოსვლისას სამხედრო სალამი ამიღო და გამიღიმა.
-მივეჩვიეთ უკვე. -გაღიმებულმა დაზუსტებული ინფორმაცია გავუმხილე.
-შალვამ დამირეკა, აუცილებლად გამოგვიარეთ დღესო.
-სად უნდა შევხვდეთ, რა თემაზე? -დავაყარე კითხვები სოსოს.
-მეორე სამსახურში, კარგად არ ვიცი.
-ძველ თანამშრომლებს გვეძახის მარტო თუ ახლებსაც? -კითხვას ვერ მიმიხვდა და განვუმარტე: - ჩვენ სამი მივდივართ თუ ესეც მოდის? -ფაილი დავანახე.
-დღეს დამირეკა ვიღაც გოგომ და მაგრად მეჩხუბა, არ მეგონა თუ დატოვებდა. -ფაილი გამომართვა და გადაფურცლა. შევამჩნიე რომ რაღაც ადგილები გულდასმით წაიკითხა და თვალი ჩამიკრა.
-კარგია, წავიყვანოთ.
 
 
ორი საათის შემდეგ შალვასთან წავედით შესახვედრად. ცალტვინა გზაში შემოგვიერთდა და ათასი თავს გადამხდარი აბავი მოგვაყარა. ჩვენც ვუსმენდით და ვერ ვაწყვეტინებდით, ისეთი აღტაცებით საუბრობდა, რომ შეგვეცოდა.
მისამართი კარგად არ ვიცოდით და კითხვა-კითხვით მივაგენით. შემდეგ დაცვა აღმოჩნდა ჩვენი გამოკითხვის ბოლო წერტილი და მანაც როგორც ჩვეულებრივად ყველა ასეთმა მოსამსახურემ მშვიდი ტონით დაინტერესდა სად მივდიოდით და გვითხრა: ,,მესამე სართული, მარჯვნივ პირველი კარი".
პირველი ცალტვინა დაწინაურდა და მე და სოსო საუბრით უკან მივყვებოდით. როგორც გავარკვიე ვაკანსიის თაობაზე შალვამ არაფერი იცოდა და საჭირო იყო როგორმე მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. 
 უკვე მესამე სართულზე ვიყავით. ცალტვინამ ორივე ხელი მაღლა ასწია, შემდეგ მარჯვენა ხელი დაბლა დაუშვა და პირველივე კართან გაჩერდა. აშკარა იყო, რომ არ უნდოდა შეშლოდა მიმართულება.
დავაკაკუნეთ და მეორე მხრიდან თანხმობის ხმა მოგვესმა ,,მობრძანდით".
-ოჰ! ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით? რატომ დაგვივიწყეთ, მობრძანდით. -ცალტვინა ნამდვილად არ ელოდა ასეთ შეხვედრას. მივიდა, ხელი ჩამოართვა და მოიკითხა. ჩვენც მოვიკითხეთ და დავსხედით.
-კიდევ კარგი შეგხვდი დღეს, თორემ დამავიწყდებოდა როგორი ხარ. -გააგრძელა შალვამ. -სად დადიხარ, რომ აღარ ჩანხარ?
-ოჯახში პრობლემები მქონდა ბატონო შალვა. -დაიმორცხვა ცალტვინამ.
-კარგი დათო, კარგი ყველაფერი კარგად იქნება, უნდა იარო სამსახურში. -დათოც თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. -ხო, ახლა რისთვის შეგკრიბეთ... ჯერ ამ ვაჟბატონის ნახვა მინდოდა და რაც მთავარია, ხვალ უცხოეთიდან დელეგაცია ჩამოგვდის და უნდა დავხვდეთ, ექსკურსიაზე წავალთ უცხოელებთან ერთად.
მოგვეწონა ახალი ამბავი. ყველაზე მეტად ცალტვინას გაუხარდა. დეტალების დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ წასვლის დროც მოგვიწია, მაგრამ სოსო ფეხს ითრევდა, რაღაც აწუხებდა. მხარი გავკარი და გამოვაფხიზლე. ახლა მე ავითრიე ფეხი და ამხანაგებს ჩამოვშორდი. 
-მე გავდივარ და თუ გინდა გაგიყვან. -შემომთავაზა შალვამ. მე თანახმა ვიყავი.
 
 


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: