ნაბიჯი ცამდე 9 » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ნაბიჯი ცამდე 9 

წინა ნაბიჯი ცამდე 8
არ ვიცი მაგრამ უცაბედად ჩემს გვერდით აღმოჩნდა, მკლავში ხელი გამიყარა და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა. გვერდზე გამიყვანა, ექსკურსიანტებს ჩამომაშორა და მეუბნება.
-წამოდი!
-სად უნდა წამოვიდე?
-წამო და ნახავ....


ნაბიჯი ცამდე 9
დავყევი მის ნებას. სუფთა ჰაერმა ცოტა გამომაკეთა.
-სად მივდივართ?- ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შევეკითხე. არ ვიცის ნიშნად მხრები აიჩეჩა. შევაჩერე, ხელი გავითავისუფლე და პასუხის მოლოდინში წინ დავუდექი.
კარგა ხანს ვიდექით მუნჯებივით, ორივე საკუთარ ფიქრებს ვალაგებდით, მე ვცდილობდი როგორმე გამომეცნო მისი წუხილი, ხოლო ის თქმის ფორმას ეძებდა ალბათ.
წელში მოიხარა, დაბნეულად დააფახულა თვალები და თავი მხრებში ისეთნაირად ჩარგო, თითქოს უნდა გაარტყან და ეშინიაო. საწყლად ამომხედა. ხმა ისეთი დაბალი და დუდუნა ჰქონდა, იფიქრებდი, სადღაც შორიდან მოდისო:
-შენ ყველაფერი იცი.
მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა. როცა უხერხული დუმილი მოსაბეზრებელი გახდა, როცა შემატყო რომ აზრზე არ ვიყავი რა უნდა მცოდნოდა, თავი ისევ ჩაღუნა, სახე ისევ მოეღრუბლა და ალაპარაკდა:
-მე მაინც მგონია, რომ იცი. შეიძლება ვერ ხვდები რა მაქვს სათქმელი.... მაგრამ არ მინდა რომ ცუდად იფიქროს ვინმემ ჩემზე...
-მოიცა, რა დაგემართა?
-მეც არ ვიცი, რა გიპასუხო... შეიძლება შენ არაფრად ჩათვალო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.
-თუ სერიოზული არაფერია, წავიდეთ. -ხელის ჩაკიდება ვცადე, მაგრამ უხეშად მომიშორა.
თავი ჩაქინდრა, რაღაცნაირად მოეშვა და ასლუკუნდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თვალებში ჩავხედე, რატომღაც ჩემი თავი ძალიან პატარა ადამიანად მომეჩვენა.
-გაიღიმე, რა გატირებს? ყველა ცოცხალი ვართ; ყველაფერს მოვაგვარებთ. - ვეცადე დამემშვიდებინა.
-ხო, ხო... მთავარია გული არავის ეტკინოს, არ მინდა ვინმე მწარედ მოვატყუო.
-კარგად მითხარი რა გაწუხებს.
-როგორც გითხარი, შეიძლება არაფრად ჩათვალო, მაგრამ რა ვქნა ასეთი იდიოტი ვარ.
წასვლა მანიშნა, უკვე ალბათ ყველაფერი ნახეს და ჩვენ ასე დავბორიალობთ. -თავისი ვარაუდი გამოთქვა და მონასტრისკენ გზას დავადექით.
ასეთი გულახდილი პირველად ვნახე და ძალიან მესიამოვნა მისი ქმედებები, თუმცა თავს იდიოტად თვლიდა, მაგრამ მე მერჩივნა რომ ის ასეთი ,,იდოტი" დარჩენილიყო.
შემდეგი ნაბიჯი ცამდე 10


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: