მარტივი რიცხვები და გადაუჭრელი ამოცანები » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

მარტივი რიცხვები და გადაუჭრელი ამოცანები 

  • 17.05.2015, 18:08,
  • Marti
  • ნახვა: 11860
  • დაამატა: admin
  • 0
  • .
Marti წარმოგიდგენთ....

მარტივი რიცხვი ეწოდება ისეთ ნატურალურ რიცხვს, რომელსაც მხოლოდ 2 განსხვავებული ნატურალური გამყოფი აქვს: 1 და თავისი თავი. პირველი 25 მარტივი რიცხვია
2, 3, 5, 7, 11, 13, 17, 19, 23, 29, 31, 37 , 41, 43, 47, 53, 59, 61, 67, 71, 73, 79, 83, 89 და 97.

დღესდღეობით არ არსებობს ფორმულა, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ მარტივი რიცხვების მიღება შეიძლება. თუმცა, შესაძლებელია მარტივი რიცხვების განაწილებაზე — მათ სტატისტიკაზე — საუბარი. მაგალითად, მარტივი რიცხვების თეორმა გვეუბნება, რომ შემთხვევითად არჩეული რიცხვი n-ის მარტივობის ალბათობა რიცხვი n-ის ციფრების რაოდენობის ან მისი ლოგარითმის უკუპროპორციულია. ეს დებულება მე-19 საუკუნის ბოლოს დაამტკიცეს. თუ დღეისთვის დაუმტკიცებელი რიმანის ჰიპოთეზა სწორია, მაშინ შესაძლებელია მარტივი რიცხვების განაწილების კიდევ უფრო დახვეწილი მათემატიკური მოდელის შემუშავება.

პრობლემები:

1. გოლდბახის პრობლემა ამბობს, რომ ნებისმიერი ორზე მეტი ლუწი ნატურალური რიცხვი ორი მარტივი რიცხვის ჯამია.
2. ტყუპი მარტივი რიცხვების პრობლემა კი გვეუბნება, რომ ტყუპი მარტივების (მარტივი რიცხვები, რომელთა სხვაობა ორის ტოლია) რაოდენობა უსასრულოა. ამ ამოცანების პირობები მარტივად ჟღერს, თუმცა მათი დამტკიცება საუკუნეზეა მეტია ვერ ხერხდება....

მარტივი რიცხვები ფართოდ გამოიყენება ინფორმატიკასა და კრიპტოგრაფიაში (რახან დიდი რიცხვების მარტივ მამრავლებად დაშლა რთული პროცედურაა). დიდი მარტივი რიცხვების ძიებითაა მოტივირებული განსაკუთრებული მარტივი რიცხვების შესწავლა: მაგალითად, მერსენის მარტივი რიცხვები, რომელთა მარტივობა შედარებით ადვილი შესამოწმებელია. 2010 წლის მონაცემებით, ჩვენთვის ცნობილი უდიდესი მარტივი რიცხვის ათობით ჩანაწერი დაახლოებით 13 მილიონი ციფრისგან შედგება

გთავაზობთ მარტივ მამრავლებათ დაშლას 1-დან 100-მდე
მარტივი რიცხვები და გადაუჭრელი ამოცანები
 
 გაგრძელება იქნება...


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: