ლექსები ტექნიკურ იდეებს აჩენს » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ლექსები ტექნიკურ იდეებს აჩენს 

  • 11.06.2015, 12:51,
  • Marti
  • ნახვა: 2330
  • დაამატა: admin
  • 0
  • .
Marti წარმოგიდგენთ...
მეცნიერთა ცხოვრება და შრომები 2
 

ნიკოლა ტესლა (1856-1943): სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში.
 
ლექსები ტექნიკურ იდეებს აჩენსსკოლის ფიზიკიდან შეგახსენებთ, რომ ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტესლას საპატივცემულოდ იწოდა ტესლა, წარმოადგენს მაგნიტური ნაკადის სიმვრივის ერთეულს. მაგნიტური ნაკადის სიმკვრივე კი თავისმხრივ არის :

B=F / (I*L) ,

სადაც F არის ის ძალა, რომელიც მოქმედებს მაგნიტურ ველში მოთავსებული L სიგრძის გამტარზე, როდესაც ამ გამტარში გადის I სიდიდის დენი, დენის მიმართულება გამტარში კი მაგნიტური ველის წირების მიმართ მართობულია.
 
მინდა  ნ. ტესლას გარკვეულ თავისებურებეზე მოგითხროთ, რაც საკმაოდ ცნობილი ფაქტია...
 

ერთხელ, როცა მან საღამოს ვახშმის შემდეგ მისი მეგობრები გააცილა, მან ურჩია მათ, მომდევნო მატარებელს გაჰყოლოდნენ და არა იმას, რომელიც უკვე გადიოდა, ამით მან ისინი სიკვდილს გადაარჩინა, მატარებელი ავარიაში მოხდა და ბევრი მგზავრი დაშავდა და რამდენიმე დაიღუპა (თვითონ მას ერიდებოდა ამ წინათგრძნობის გამომჟღავნება, რომ არ დაეცინათ, მხოლოდ მეგობრებს აძლევდა რჩევებს).

 
1912 წელს ტესლამ დაარწმუნა თავისი ახლობელი ჯონ მორგანი (გამომგონებელი, ბანკირი და ფინანსისტი), რომ არ ემგზავრა ტიტანიკით, მორგანმა დაუჯერა მეგობარს და აღარ ავიდა გემზე, ხოლო ტესლას მეორე სპონსორი ჯონ ასტორი გულგრილად შეხვდა ტესლას გაფრთხილებას , გაემგზავრა ტიტანიკით და დაიღუპა.

ტესლას ასეთი ექსცენტრული ბუნება ასევე ბევრი ჭორის საბაბიც გახდა, რომ თითქოს მის ამ თვისებას სადაზვერვო ორგანოები იყენებდნენ. ასევე მისი სახელია ხსენებული ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებულ საიდუმლო გამოკვლებში, და ბევრი სამხედრო საიდუმლოებანი.

მას მიკრობების პანიკური შიში ქონდა, დღეში უამრავჯერ იბანდა ხელებს და ხმარობდა დაახლოებით 18 სუფთა პირსახოცს. სადილობისას თუ მაგიდაზე უცებ ბუზი დაჯდებოდა, აცვლევინებდა მაგიდის საფარს და ახალად უკვეთავდა მენიუს.
ეს ფობია ნ. ტესლას ძალიან დიდი ენერგიის ხარჯად უჯდებოდა.

ის ხშირად სეირნობდა პარკში მარტოდ და ყვებოდა ლექსებს, ამბობდა, რომ ლექსები მას ტექნიკურ იდეებს უჩენდა.

ყოველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ უდიდესი გამომგონებელი და მოაზროვნე იყო, მეტად საინტერესო პიროვნებაც იყო ამავე დროს. განიცდიდა ედისონის მიერ მოწყობილ ინტრიგებს და ითმენდა მისგან დაცინვებს, რარაცით ტრაგიკული ადამიანი იყო.
 

 
გაგრძელება იქნება...
Marti http://mecnier.com/marti


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: