www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > Marti > გულდასმით უნდა სწავლობდე


გულდასმით უნდა სწავლობდე
25.06.2015, 12:12; ნახვა: 2223; დაამატა: admin

Marti წარმოგიდგენთ...
მეცნიერთა ცხოვრება და შრომები 3

გთავაზობთ ცხოვრების ეპიზოდებს ცნობილი ქართველი მეცნიერის გიორგი ნიკოლაძის შესახებ.
დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად. მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.
გ. ნიკოლაძეს არ გაუვლია სპეციალური მათემატიკური და ამან კვლევა-ძიების პირველ პერიოდში ერთი უსიამოვნო ამბავი შეამთხვია: მან მიიღო ისეთი შედეგებიც, რომლებიც, როგორც მერე გამოირკვა, ცნობილი ყოფილა უცხოელი, კერძოდ კი იტალიელი მკვლევარებისთვის.
პარიზში სამეცნიერო მივლინების დროს, გიორგი ნიკოლაძის მიერ იქ დამტკიცებული ერთი თეორემა იქცევს ე. კარტანის ყურადღებას და სახელგანთქმული გეომეტრი თანხმდება მის მეცნიერულ ხელმძღვანელობაზე.
...შენ სამშობლოს რომ კარგად იცნობდე და სარგებლობა მოგქონდეს, მის ტერიტორიასაც გულდასმით უნდა სწავლობდე - ასეთი იყო გ. ნიკოლაძის მრწამსი სიყრმიდანვე.