საბეჭდი ვერსია: ფუნქცია
www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > Marti, მათემატიკა, ისწავლე ხალისით... > ფუნქცია


ფუნქცია
19.03.2017, 12:08; ნახვა: 1957; დაამატა: admin
ავტორი/Author: www.mecnier.com - მამუკა კვინიკაძე

ფუნქცია ეს არის "ერთ-ერთი ძირითადი ცნება მათემატიკაში, რომელიც გამოსახავს ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირს სხვა ცვლად სიდიდეებთან." ასე იწყებს ფუნქციის არსის გაგებას wikipedia. მაინც რა არის ფუნქცია, და რატომ ამ სახელით. "ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირი სხვა ცვლად სიდიდეებთან" ამის წაკითხვა ყველგან შეიძლება, მაგრამ ეს ნაკლებად ჰფენს ნათელს ამ საკითხს.
 
მოდით დავიწყოთ ასე:
განვმარტოთ სიტყვა ფუნქცია მათემატიკის გარეშე, დამეთანხმებით რომ ეს სიტყვა ხშირად მათემატიკის გარეშეც გვხვდება.
ფუნქცია ლათინურად functio შესრულებას ნიშნავს, განვიხილოთ დაწვრილებით
 
1. როდესაც ვინმეს ან რაიმეს აქვს შესასრულებელი საქმე და მოვალეობა, ენიჭება განსაკუთრებული  როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება და ა. შ.
მაგალითად:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს.
ბ) გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ცნობილი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველომ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია შეითავსა.
გ) The Verge - სმარტფონების პოპულარულ მესინჯერს WhatsApp-ს ახალი ფუნქცია გაუჩნდა - ხმოვანი ზარები.
 
2. (ბიოლ.). ორგანიზმის ან რომელიმე ორგანოს სპეციფიკური მოქმედება.
 
მაგალითად:
ა) ერითროციტები: არის სისხლის წითელი უჯრედები. მათი ძირითადი ფუნქციაა გაზის ცვლის განხორციელება. ისინი შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც სისხლს წითელ ფერს აძლევს. ასევე მისი საშუალებით ხორციელდება სუნთქვითი ფუნქციაც
ბ) თირკმელებს აქვთ ენდოკრინული ფუნქცია - მონაწილეობენ არტერიული წნევის რეგულაციაში. აქ ხდება ერითროპოეტინის, პროსტაგლანდინებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების წარმოქმნა.
გ) კომპიუტერული სპირომეტრია საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გრაფიკული რეგისტრაცია და ობიექტურად შევაფასოთ გარეგანი სუნთქვის ფუნქცია.
 
3. მოვლენა, რომელიც მეორე მოვლენაზეა დამოკიდებული და იცვლება ამ მოვლენის ცვლილებასთან ერთად. მათემატიკურად ერთი ცვლადი სიდიდის მნიშვნელობა დამოკიდებულია სხვა ცვლადი სიდიდის მნიშვნელობებზე.
 
ვიდრე უფრო მათემატიკურად განვმარტავდეთ ფუნქციას და x,  y და  f სიმბოლოების გამოვიყენებდეთ, შევხედოთ მათემატიკურ ფუქციას როგორც გარდამქნელს, გადამამუშავებელს, რომელიც მიცემულ მონაცემს გარდაქმნის და მიიღებს ახალ მნიშვნელობას.

 
ვიტყვით, რომ f არის X სიმრავლის ასახვა Y-ში, თუ X სიმრავლის ნებისმიერ x ელემენტს f უთანადებს Y სიმრავლის ერთადერთ y ელემენტს.



 

ფუნქციები თავის თითოეულ არგუმენტს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

არსებობს ჩაწერის სხვადასხვა მეთოდები :

  •  ან 


ავტორი/Author: www.mecnier.com - მამუკა კვინიკაძე