საბეჭდი ვერსია: მათემატიკის სწავლება
www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > Marti, განათლება, მათემატიკა > მათემატიკის სწავლება


მათემატიკის სწავლება
10.12.2016, 12:57; ნახვა: 3581; დაამატა: admin
ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე

სიცივეს არ დაერიდება და ჯიბიდან ამოაძვრენს ხელებს და დაიწყებს - ერთი, ორი, სამი. . . . ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. გადათვლის თავის საანგარიშოს, ახედავს დედას ზემოთ და კითხვაზე - რამდენია სამს მივუმატოთ ხუთი, დაუბრუნებს პასუხს რვას. დედის ღიმილმა მარიამი გაახარა და მოელოდა ისევ ზემოდან კითხვას, თავისი პაწაწა თითების დასაქმებისათვის და დედის გასახარებლად. დედა ისევ ეკითხება ათის ფარგლებში პატარას ანგარიშს და მარიამიც არ ღალატობს სისწორეს, ითვლის, ითვლის და ის კი არ იცის, რომ მისი საყვარელი დედიკო ნინო გაურთულებს დავალებებს და დამატებებიდან გამოკლებებზე გადაიყვანს. და მარიამიც თამაშ-თამაშით ეხლა უკვე მარცხენა ხელზე დაწყებულ და მარჯვენა ხელზე გადასულ თითების დათვლას, პირუკუ მარჯვნიდან მარცხნივ დათვლას შეუთავსებს და თითების აქტიური მიზანმიმართული გამოყენებით ადვილად აითვისებს მოქმედებებს შეკრება-გამოკლებას.
მოვა დრო და ნინო მარიამს თითებს ორ-ორად დაათვლევინებს და გამრავლებასაც მარტივად აათვისებინებს. მარიამი კი ნელ-ნელა მიდის იმ აზრამდე, რომ ათი თითი ხელზე არა საკმარისია და პირველად მოინდომებს მრავალთითობას, საკუთარი თავის ,,მახინჯად’’ წარმოჩენას.
ეს ეპიზოდია იმისა, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს პატარასთვის მათემატიკა. მათამეტიკა თვითონ ცხოვრებისეულია და მისი საწყისი ადამიანის თანდაყოლილი ხელისმტევანი არის, ხუთ-ხუთი თითი, საანგარიშოდ მარტივად გამოყენებადი.
ვინ არის ნინო? ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ცდილობს შეაგრძნობინოს მარიამს ცხოვრებისეული კანონზომიერებები. ასწავლოს ბუნებრივად ინტერესის გაჩენით, ერთის მეორისგან გარჩევა, ერთის და ორის ერთად წარმოჩენა. ასწავლოს ცხოვრებისეული მომატებისა და კლებადობის, თანმიმდევრობისა და არათანმიმდევრობის ამოცნობა.
არა, ნინო არაა მათემატიკოსი, მაგრამ შუძლია ცხოვრებისეული გამოცდილების ბავშვისთვის მარტივი, მათემატიკური, ლოგიკური ენით გადაცემა. იცნობს ის მარიამს კარგად და იცის მისი ინტერესები და ბევრჯერ იქნებიან ისინი ასე მომღიმარი ზემოდან და ქვემოდან ერთმანეთის სიყვარულით, მოლოდინით და დასტურის მაუწყებელი ღიმილით მაცქერალნი. გავა დრო და მათ შორის მანძილიც შემცირდება და აღარ იარსებებს ზემოთ და ქვემოთ და აღარ დაქაჩავს ტანსაცმელზე მშობელს ბავშვი სიტყვებით - უნდა გეთქვა კიდევ ჩემთვის რაღაცო.
არითმეტიკული მოქმედებები მხოლოდ ნაწილია მათემატიკის, საწყისი, რომლის კარგად გადააზრების შედეგად გადიხართ ფართო ასპარეზზე.
მათემატიკა ბევრს მიაჩნია, რომ ის რაღაც საშინელებაა. აღიარებით კი აღიარებენ, რომ მათემატიკური ტვინით ყველაფრის ადვილად მიღწევაა შესაძლებელი. მაგრამ ერთია რომ ვიცით რომ კარგია, მეორეა ის, რომ არ ვიცით როგორ მივიღოთ ეს კარგი.
თუ როგორ უნდა ვისწავლოთ მათემატიკა, ამაში სხვათა ბრალი კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ საკუთარ თავში შრომისუნარიანობა, ბეჯითობა, ნებისყოფა, მოთმინება და დაკვირვებულობაა გამოსამუშავებელი.
მათემატიკის სწავლება, სწავლა  მარტვია - გააჩნია  როგორ  შეხედავ  მას.
სწრაფად არაფერი კეთდება - ,,მოჩქარეს მოუგვიანდესო’’ ეს ყველაფერზეა ნათქვამი და მათემატიკასაც ძლიერ ესადაგება. და ბოლოს ლევ ტოლსტოის გენიალური მათემატიკის დახასიათება, რომლითაც ყველაფერია ნათქვამი - ,,მათემატიკის მთავარი ამოცანა არაა გამოთვლებისა და აღრიცხვის სწავლება, მათემატიკის ამოცანაა შეასწავლოს ადამიანს აზროვნება გამოთვლების დროს’’.

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე