გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ბოლო ზარი 

 სულ ცოტა დრო დარჩა ბოლო ზარის დარეკვემდე. სამუდამოდ გამოემშვიდობებით სკოლის კედლებს, მერხებს...
 
გენანებათ ბავშობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი.
 
ერთმანეთს შესცქერით და პატარაობა გახსენდებათ - როგორ მიხვედით სკოლაში, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდით... თქვენი პირველი 10-იანი და პირველი ცუდი ნიშანი, მასწავლებლები - თბილი, მოსიყვარულე, მუდამ მოწესრიგებულები და ამასთანავე მკაცრი და მომთხოვნები... ყველაზე ხალისით იმას იხსენებთ, ვისაც უფრო მეტად აწვალებდით და „სისხლს უშრობდით" მთელი ამ წლების მანძილზე... გახსენდებათ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, შატალოები, მასწავლებლების საყვადურები, ჩაშლილი გაკვეთილები, ზეიმები...
 
რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ - წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრებაა! ჯერ გამოცდები და კიდევ გამოცდები და შემდეგ სტუდენტური ცხოვრება, ეტაპი, რომელიც არავის ავიწყდება.  
 
გილოცავთ და გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, და უკვე სტუდენტებს დაგეხმარებით სხვა და განსხვავებული თვალით შეხედოთ სამყაროს.

თქვენი www.mecnier.com

 

რეკენ ზარები (კურსდამამთავრებლებს) 

ავტორი: მანანა კაკაჩია


რეკენ ზარები და საოცარ წუთებს ითვლიან,
მოსწავლეობის, დღეს, ბოლო ზარს რეკავენ თქვენთვის,
შორდებით სკოლას, ბავშვობის ლამაზ სავანეს
და გულთა ძგერა თქვენიც, ზარის დარეკვას ერთვის.

რეკენ ზარები და გიშლიან ფართო ასპარეზს,
ახალ ბილიკებს შეგთავაზებთ ხვალ თქვენ, ცხოვრება,
ყოველ თქვენთაგანს სიყმაწვილის თბილი აკვანი,
ეს მშობლიური სკოლა მუდამ ემახსოვრება.

რეკენ ზარები, თქვენს სიხარულს ყველას ამცნობენ,
დიდები ხდებით, დაგელოცოთ გზები სავალი
და თქვენს აღმზრდელებს ეს ნატვრა გვაქვს, გვინდა რომ იყოთ
ქუჯის და ცოტნეს ღირსეული შთამომავალი.

არ შეარცხვინოთ საქართველო, თქვენი სოფელიც,
თქვენი ოჯახიც, მშობლიური სკოლის კედლებიც
და თუ დაგჭირდათ დარიგება ცხოვრების გზებზე.
გვწამს, ძველებურად ისევ ისე გეიმედებით.

მოსწავლეობის ნათელ ხანას ემშვიდობებით,
რეკენ ზარები,ხმაწკრიალა რეკენ ზარები,
ბავშვობა იქცა უკვე ლამაზ მოგონებებად
და ჰე, ცხოვრებავ, ფართოდ გახსენ მათთვის კარები.


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: