გამოცდები 2018 - რეგისტრაცია გამოცხადდა » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

გამოცდები 2018 - რეგისტრაცია გამოცხადდა 

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვისრეგისტრაცია 5 მარტიდან 30 მარტის 18:00 საათამდეგაგრძელდება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

რეგისტრაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 2018:

 

  • წელს ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ გამოცდაზე;

 

  • აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

 

  • არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება - აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

 

  • 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება. ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

 


 

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირებაქართულ ენაზე ტარდება. მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (გარდა I-IV კლასებისა).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

 

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
  • "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • "თიბისი ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

 


აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელი იქნება 6 მარტიდან პრესისჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში: იხ.მისამართები.


წყარო/source: www.naec.ge

კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი:
am
belay registracia gavida ukve agar iqnebaa? love
ციტირება         
  • admin
  • 03-04-2018, 10:37
  • : 10:37
  • Пользователь offline
ციტატა: cira qatamadze
am
belay registracia gavida ukve agar iqnebaa? love


ეროვნული გამოცდებისთვის 2018 წლის რეგისტრაცია უკვე დასრულდა
ციტირება