გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

,,არჩევანი მე" 

ცნობილმა მთარგმნელმა ციალა ჩხეიძემ ფართო ფორმატის საერთო რვეული გადმომცა და მთხოვა, - ეს ერთი პატარა გოგონას ჩანაწერებია, მისმა მეუღლემ მომიტანა, მოდი გულდასმით წაიკითხე, მე ვგონებ, ძალიან საინტერესო რაღაცებიაო... ეს მოხდა "ლიტერატურული საქართველოს" რედაქციაში. იქიდან წამოსულმა რვეული მაჩაბლის ქუჩაზევე გადავშალე და კითხვა დავიწყე, ვკითხულობდი ქვემოთაც, სხვა ქუჩებში, შემდეგ მეტროში, შემდეგ ისევ ქუჩაში. შინ მივედი და ერთი ვრცელი ჩანაწერი უკვე წაკითხული მქონდა. იმავე ღამეს წავიკითხე სხვა ჩანაწერებიც. ყველა ჩანაწერი ცალკე მოთხრობა იყო, თუმცა არც ერთი არც დასათაურებული იყო, არც ავტორის გვარსა და სახელს გვაცნობებდა. როგორც შემდგომ გავიგე, ჩანაწერების ავტორს, მართლაც მთლად ახალგაზრდას. ორი შვილი ჰყოლია, - ბავშვებს რომ მივაძინებ მაშინ ვწერ, რომ არ ვწერო არ შემიძლიაო. ქალბატონმა ციალამ და მე მხოლოდ სათაური მოვაგონებინეთ ერთ-ერთი ჩანაწერისათვის, რომელიც ორივეს ძალიან საინტერესო მოთხრობად მიგვაჩნია და "ცისკრის" მკითხველებს გთავაზობთ. თუ თქვენც ასე მოგეჩვენებათ, მეგობრებო, ერთად დავულოცოთ პატარა ქალბატონ ანას, განათლებით ეკონომისტს, ახალი, სასიამოვნო გზა. 

რევაზ ინანიშვილი


წყარო/source: ავტორი: ანა მხეიძე

კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: