გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
სექტემბერი 2018 (2)
აგვისტო 2018 (1)
ივლისი 2018 (1)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (4)
აპრილი 2018 (3)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება 

დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა და სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს.
 

მამის საფლავთან აგატირებს ტკბილი წარსული, 
სპეტაკ ცრემლებში დაეხვევი, როგორც ბაწარი. 
გიყვარს ლოცვებში წალენჯიხის ძველი ტაძარი, 
წვიმიან დღეში სასაფლაოს წყრომით გარს უვლი.

კეთროვანებას რელიგია შენში ასრულებს, 
მარად საყდარში იარები გრძელი მაზარით. 
ცივ სახარებას წაგიკითხავს მღვდელი ლაზარე 
და ისევ ნდობით უერთდები ცოდვილ ავსულებს.

მწუხრის წირვებში აინთები, როგორც კანდელი. 
გტანჯავს სიავე, ფერწასული მთვარის ანთება 
და შენს კალთებში ჩუმად იწვის კორიანტელი.

გარს გახვევია მწუხარება გლოვის ბანტებად. 
ოქროს ხატებში მონაზონი ძველ მონებს სტირი 
და კვლავ გელათის გესიზმრება შენ მონასტერი.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.
უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ. 

ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის" რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი". სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს:

"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი." 

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი" 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum", რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო."

მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - „აბესალომ და ეთერი" - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია. 

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები" (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები". საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები". ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან. 

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori". თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო „გაფრენილი დღეები", თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა „MEMENTO MORI". იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და „MEMENTO MORI"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელიგიორგი ნადირაძეკონსტანტინე კაპანელივასილ ბარნოვიპლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას. 

 


 

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ.

ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. 

 



კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: