როგორ?! » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

როგორ?! 

როგორ. ... ეს სიტყვა პოლინდრომია. ის ჩვეულებრივ წაკითხვით და უკუთანმიმდევრობით ერთნაირად იკითხება. ის გ-ს მიმართ სიმეტრიულ ფორმას გამოხატავს და განა მარტო ამაშია მისი სილამაზე?

როგორ. . . . ის კითხვის, კითხვის ძახილის ფორმით ისმება. ინტონაციაც გაგრძელებითი აქვს, გააჩნია ვინ ვის, რა გარემოებაში, და როგორ ეკითხება კითხვა როგორს.

ქვეყნად ბევრია სილამაზე, რომელსაც დანახვა სჭირდება. საქმეს როდესაც ვერ აუვალთ, ვიცით რომ ის მაინც გასაკეთებელია. ვიცით რომ კარგად უნდა მოვიქცეთ, სხვაც და საკუთარი თავიც ხომ ამას გვეუბნება. სიტუაცია გამოუვალია და თავის დაძვრენაა საჭირო, ისე რომ . . . . და თუ ის ვიღაც გიყვარს, ვინც ვიღაც აღარ უნდა იყოს შენთვის, უნდა გაანდო შენი გრძნობა. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია და დამატებაც ბევრი შეგვიძლია, რომელიც მთავარ   კითხვას მოითხოვს: როგორ?

 
როგორ დავინახოთ სილამაზე, როგორ შევასრულოთ საქმე სანიმუშოდ, კარგად მაინც. . . . როგორია კარგი მოქცევა და როგორ მოვახერხოთ . . . როგორ. როგორ და კიდევ როგორ. პრაქტიკული კითხვაა . . . იგი ყოველთვის გვესმევინება და ხშირად გვაპოვნინებენ ხოლმე, ან თვითონ ვპოულობთ პასუხს კითხვაზე თუ როგორ უნდა მოხდეს როგორ.

როგორ მოვახერხოთ როგორ? . . . საჭიროა ამისათვის კარგად გააზრება, კითხვა-ძიება, კრიტიკული თვალი და ყველაფრისთვის ზუსტი სახელის დარქმევა.

საჭიროა პრობლემის განსაზღვრა, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალების მიმართებების დადგენა და ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხერხდეს? 
როგორთან ერთად არის ,,თურმე’’, ,,თუმცა’’, ,,მაგრამ’’, ,,ან’’, ,,და’’, ,,რომ’’, ,,რათა’’, ,,იმიტომ,რომ’’, ,,რადგან’’, ,,თუ’’, თუ, მაშინ’’, ,,რატომ’’ . 
ცხოვრება გვანახებს როგორ ვიცხოვროთ: ცხოვრების მანძილზე შეგვხვდება ,,თურმე’’, რომელიც ჩვენს არ ცოდნას გამოხატავს; ,,თუმცა’’ გვაჩვენებს სხვაგვარადაც რომ ხდება თურმე ყველაფერი და არა ისე, როგოც ჩვენ გვეფიქრება; ,,მაგრამ’’ - დაგვაპირისპირებს ბევრ თუ ცოტა რამესთან; ,,ან’’ - დაგვაცალკევებს რაღაცასთან-ვიღაცასთან; ,,და’’ გაგაერთიანებთ; ,,რომ’’ - გვაჩვენებს დაზუსტებას; ,,რათა’’ და ,,იმიტომ, რომ’’, ,,რადგან’’ აგრეთვე დაგიზუსტებთ ბევრ რამეს; ,,თუ’’ - ვარაუდს გვათქმევინებს და ის იქნება ან არ იქნება; ,,თუ, მაშინ’’ ფორმით პირობიდან დაკვნას ვაკეთებთ, რა იქნება თუ იქნება და თუ არ იქნება, მაშინაც რა იქნება; ,,რატომ’’ - გვიჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ,,როგორ’’.

ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმულ გადახლართული. თითოეული კავშირის თუ კითხვითი ფორმების უკეთ გააზრება და მათი ყველაგან და ყოველთვის მონაწილეობა განგვისაზღვრას პრობლემას, დეტალებს შორის მიმართებას დაგვანახებს და ზუსტი სახელის მიგნებაც უკვე ადვილია.

ბევრი ვცდილობთ სიტუაციას, მოვლენას ზუსტი სახელი მოვუძებნოთ. არც მეტი და არც ნაკლები ზუსტი სახელი. რამდენად შეგვიძლია სიღრმისეულად სიმრავლურად განვსაზღვროთ ზუსტი სახელი ჩვენს ხედვაზეა დამოკიდებული. ვეცადოთ ხედვის გაუმჯობესება. . . . ეს ნამდვილად შესაძლებელია.

არ გაწყდეს იქ, სადაც წვრილია. არამედ, სამართლიანად, ზუსტად, კრიტიკული განხილვით ყველაფრისთვის ზუსტი სახელის დარქმევით როგორს პასუხი გაეცემა და ის ამოხსნადი გახდება.

ცხოვრება ამოცანებს გვაძლევს, სადაც ვიცით რა პასუხს უნდა მივაღწიოთ. ამისათვის კი საჭიროა მოცემულობის სწორი განსაზღვრა, მოცემულობასა და მისაღწევ პასუხს შორის კავშირის მოძებნა და პასუხამდე მისვლა.

როგორ, ნამდვილად საჭირო კითხვაა და მასზე პასუხის გაცემა ყველას შეუძლია. შენც შეძლებ და თუ ეს ყველაფერი რაც წაიკითხე შეძლებაში დაგეხმარება, მაშინ შენც ასწავლე სხვას პასუხი კითხვაზე როგორ.

ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: