ფერთა სისტემა იაპონურ ენაში » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

ფერთა სისტემა იაპონურ ენაში 

არც ისე ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც ენათმეცნიერების მრავალმხრივ გამოყენებას დაედო საფუძველი, მისი ერთ-ერთი დარგის სემიოტიკისადმიც გაიზარდა ინტერესი და სამყაროს ნიშნების მიხედვით შესწავლაც აქტუალური გახდა.
ვინაიდან ადამიანისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საინტერესოა ფერები, როგორც ესთეტიკური, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით, სემიოტიკას შეუმჩნევლად არ დარჩენია ის, რომ ფერებს შორის შესაძლოა იყოს გარკვეული დამოკიდებულება.
უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად იპყრობს ფერთა საკითხი ენათმეცნიერთა ყურადღებას, რომელთა შორის აღსანიშნავია კეი და ბერლინი. მათ დაუდეს საფუძველი ახალ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფერის ტერმინთა სისტემის ტიპს განსაზღვრავს ბაზისური ფერის ტერმინები, რომლებიც, როგორც წესი, მონოლექსემური, ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ერთნაირად გასაგებია. სწორედ ბაზისური ფერის ტერმინებში აისახება, სამგანზომილებიანი ფერითი სივრცე (ფერითი კონტინუმი) როგორაა დაყოფილი, სტრუქტურირებული (ანუ ფერის რა კატეგორიები გამოიყოფა) მოცემულ ენაში. ბ.ბერლინისა და პ.კეის თეორიის მიხედვით, რომელიც ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი, ფერთა კატეგორიზაცია ნებისმიერად არ ხორციელდება ენაში (როგორც ამას ლინგვისტური რელატივიზმი ვარაუდობს); ავტორთა აზრით, ამგვარ დაყოფას კანონზომიერი ხასიათი აქვს; მათ ჩამოაყალიბეს ის სემანტიკური უნივერსალიები, რომლებიც ასახავენ ნებისმიერი ენის ფერთა კატეგორიზაციის კანონზომიერებებს:
1) ტერმინი უნდა იყოს მონოლექსემური, ანუ უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთ ლექსიკურ მორფემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზისური ფერის ტერმინი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ქართულში მუქი ყავისფერი, მომწვანო-მოყვითალო და ა.შ

2) მისი სიგნიფიკატი არ უნდა შედიოდეს რომელიმე სხვა ტერმინის სიგნიფიკატში, ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ინგლისურში crimson (მუქი წითელი) და vermilion (კაშკაშა წითელი); რამდენადაც აღნიშნული ტერმინები წითელი ფერის ნაირსახეობაა, რაც დაუშვებელია ბაზისური ფერისთვის.

3) მისი გამოყენება არ უნდა შემოიფარგლებოდეს ობიექტთა ვიწრო კლასით, ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ქართულში ქერა, შავგვრემანი, ინგლისურში blond და ა.შ

4) უნდა იყოს საზოგადო, შედარებით ხშირი და თვალსაჩინო. ე.ი არ უნდა იყოს იმ ტიპისა, როგორიცაა ინგლისურში puce (მოწითალო ყავისფერი), ქართულში ყირმიზი, ლიბრედი და სხვა. ინგლისური მოქნილი ტერმინი რომ გამვიყენოთ, არ უნდა იყოს salient (ხშირად მოხსენიებული). ამ ნიშნის დაზუსტების საჭიროებას ავტორები გრძნობენ და დამატებით აღნიშნავენ: ფერთა ტერმინების სიაში, როცა ინფორმატები ფერთა ტერმინებს ასახელებენ, ბაზისური ფერის ტერმინები, უმეტესად, სიის პირველ ათეულშია და სტაბილურია ინფორმატების მიმართება მათთან გამოყენების თვალსაზრისით, ეს ტერმინები ყველასათვის ნაცნობი და გასაგებია.
ამგვარად განსაზღვრეს ძირითადი კრიტერიუმის ის ოთხი პუნქტი, რომელთა მეშვეობით შესაძლოა დავადგინოთ ფერის ტერმინის ბაზისურობა. თუ რომელიმე ამ პუნქტის შემოწმება ჭირს, ბაზისურობის დასადგენად დამატებითი კრიტერიუმი გამოიყენება, რომელიც შემდეგ ოთხ პუნქტს მოიცავს:
1) ტერმინი ისეთი დისტრიბუციული სიმძლავრის უნდა იყოს, როგორიც უკვე დადგენილი ბაზისური ფერის ტერმინია.

2) ტერმინის ბაზისურობა საეჭვოა თუ იგი იმ საგნის სახელია ან შეიცავს მინიშნებას იმ საგანზე, რომელსაც ეს ფერი ახასიათებს.

3) საეჭვოა ნასესხები სიტყვების (შედარებით ახალ ნასესხაობათა) ბაზისურობა.

4) როცა ლექსემური სტატუსის გარკვევა ჭირს, მორფოლოგიური სირთულე გამოდგება მეორეულ კრიტერიუმად-მორფოლოგიურად არამარტივი სიტყვა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ბაზისური იყოს.
აღსანიშნავია მათ მიერ ჩამოყალიბებული ბაზისურ ფერთა ნუსხა, რომელიც 11 ფერისაგან შედგება. ინგლისელ ინფორმანტთა გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს: black, white, red, yellow, green, blue, brown, orange, purple, pink, grey.
ავტორები გვთავაზობენ იმ კრიტერიუმებსაც, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზისურად მიჩნეული ფერი.
ასევე მათ დაადგინეს კანონზომიერება, რომელიც, მათი მოსაზრებით, ნებისმიერ ენაში არსებულ ბაზისურ ფერთა განსაზრვრაზე აისახება:
1.ყველა ენაში არსებობს ბაზისური ფერის ტერმინები [თეთრი] და [შავი] კატეგორიებისათვის.
2. თუ ენაში ბაზისური ფერის სამი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის- [წითელი];
3.თუ ენაში ბაზისური ფერის ოთხი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის [ყვითელი] ან [მწვანე];
4.თუ ენაში ბაზისური ფერის ხუთი ტერმინია, მაშინ წარმოდგენილია ბაზისური ფერის კატეგორიები, როგორც [ყვითელი], ისე [მწვანე] კატეგორიისათვის.
5.თუ ენაში ბაზისური ფერის ექვსი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინები კატერგორიისათვის [ლურჯი];
6. თუ ენაში ბაზისური ფერის შვიდი ტერმინია, მაშინ აქ წარმოდგენილია ბაზისური ფერის ტერმინი კატეგორიისათვის [ყავისფერი];
7. თუ ენაში ბაზისური ფერის რვა (ან მეტი) ტერმინია წარმოდგენილი, მაშინ აქ წარმოდგენილია ტერმინი(ანტერმინები) [იისფერი], [ვარდისფერი],[ნარინჯისფერი],[ნაცრისფერი] კატეგორიებიდან ერთ-ერთისათვის (ან ერთდროულად რამდენიმესთვის).


საინტერესოა ქართულ ენაში რამდენი ტერმინია ბაზისურ ფერთა აღსანიშნავად ? ამის შესახებ ვრცელი კვლევა ეკუთვნის ეთერ სოსელიას, რომელმაც სინქრონული კვლევის შედეგაც დაადგინა, რომ ფერის ტერმინთა ქართული სისტემა მეექვსე დონისაა, რომელშიც ბაზისურ ტერმინებს წარმოადგენენ თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი.
ამ ფერთა შორის საინტერესოა ყავისფერი, რომელიც ერთი შეხედვით, არ ჰგავს ბაზისურ ფერს, თუმცა ინფორმატთა გამოკითხვის შედეგად და ინგლისურ ენათა პარალელის საფუძველზეა, კეისა და ბერლინის წარმოდგენილ კრიტერიუმთა მიხედვით, ბაზისურ ტერმინად ჩაითვალა.
როგორც ჩანს, კეისა და ბერლინის კანონზომიერება ამართლებს მთელ რიგით ენებზე, რომელთა შორის ქართულიცაა.
საინტერესოა რა ხდება იაპონურში.. დავიწყოთ თავიდან..
ბერლინისა და კეის მოცემულ უნივერსალურ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ყველა ენაში არსებობს ბაზისური ფერის ტერმინები, როგორიცაა შავი და თეთრი. შესაბამისად, მათი გადამოწმება არ მოითხოვს საჭიროებას. ვასკვნით-kuroi და shiroi ბაზისური ფერებია. ამ უკანასკნელის სპეციფიურობას გავუსვამ ხაზს იაპონურ ენაში- აღნიშნული ეროვნების წარმომადგენელთათვის თეთრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი სუფრის მთავარი ატრიბუტი, როგორიცაა ბრინჯი, თეთრი ფერისაა. ისინი უცხოელებს როცა ეპატიჟებიან საჭმელად, ხაზს უსვამენ ფერს, ეუბნებიან თეთრ ბრინჯზე დაგვეწვიეო;( ჩვენ კი თითქმის არასდროს ვჭამთ ბრინჯს მარილის, კარაქის ან შაქრის გარეშე, განსხვავებით იაპონელებისგან).
ახლა განვიხილოთ წითელი (akai) იგი მონოლექსემურია, ვერანაირად ვერ გამოვყოფთ ერთზე მეტ მორფემას. kai ნიშნავს ჯერ-ს და გვიჩვენებს რამდენჯერ მოხდა ესა თუ ის მოქმედება, თუმცა a ვერც სემანტიკურადაა ღირებული და არც მორფოლოგიურ ღირებულ სუფიქსებს მიეკუთვნება. შესაბამისად, აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით წითელი ნამდვილად ბაზისურია. (აქ ვერაფერში გამოვიყენებთ მსგავსი აგებულების სიტყვებს, მერე რა რომ შემოდგომა aki-ა ?! )
მეორე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს აღნიშნული, აშკარაა, რომ არ შედის რომელიმე სხვა ტერმინის სიგნიფიკატში. akai -ის დეფინაციაა მხოლოდ და მხოლოდ წითელი, არც მუქი წითელი, კაშკაშა წითელი და ა.შ
მისი გამოყენება, რა საკვირველია, არ შემოიფარგლება ობიექტთა ვიწრო კლასით და აკმაყოფილებს მეოთხე კრიტერიუმსაც არის თვალსაჩინო, საზოგადო და ხშირი. სემანტიკური თვალსაზრისით akai-ის ნაცვლად ვერც ერთი ფერის სახელწოდებას ვერ გამოიყენებს იაპონელი.
როგორც ვხედავთ, იაპონურში აშკარაა სამი ფერის ბაზისურობა, ახლა კი განვიხილოთ შემდეგი საფეხურები;
შემდეგია მწვანე და ყვითელი.
მწვანე -midori. აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს, როგორიც წითელში..მართალია, აღნიშნული ტერმინი მრავალ მნიშვნელობას ატარებს, ლიქიორი, ჯაზის ბენდი და სხვა, თუმცა მათ შორის არანაირი კავშირი არაა, რაც საფუძველია იმისა, რომ არაა დარღვეული დამატებითი მეორე პუნქტი (ტერმინის ბაზისურობა საეჭვოა, თუ იგი იმ საგნის სახელია ან შეიცავს მინიშნებას იმ საგანზე, რომელსაც ეს ფერი ახასიათებს).

ყვითელი (ki iroi)-აქ მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმი ბადებს ეჭვს და ესაა მოლოლექსემურობა, ვინაიდან აღნიშნული ტერმინი დილექსემურია. ki და iro . უკანასკნელი აღნიშნავს "ფერს", ხოლო რაც შეეხება, ki -ის მასაც აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, მაგალითად, ხე, სეზონი, პატარა მაგიდა, მცენარე, თუმცა არც ერთი მათგანი არ ასოცირდება ყვითელთან, თუმცა ეს ki ვერანაირად ვერ იქნება რამეზე მინიშნება ხის ფერი, მცენარის ფერი როდია ყვითელი ?! ამაზე დაყრდნობით ნათელია, რომ აღნიშნული ფერი არაა ისეთი დილექსემური, როგორებიცაა silver, ვარდისფერი, ყავისფერი და ა.შ
შესაბამისად, გამოირიცხა ეს ეჭვიც-ყვითელი ბაზისური ფერია იაპონურ ენაში.
შემდეგი ფერია ლურჯი (aoi) -რა საკვირველია, მონოლექსემურია, ა და ო არანაირი მორფემა არაა ცალ-ცალკე. სხვა კრიტერიუმებსაც სრულყოფილად აკმაყოფილებს ისე, რომ არ ბადებს ეჭვს.
• შემდეგია ყავისფერი (chairo) -დილექსემურია.. ჩა ნიშნავს ჩაის, ირო ფერს, ანუ ჩაის ფერი. მინიშნებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები მწვანე ჩაის შავზე ხშირად მიირთმევენ . მისი სიგნიფიკატი არ შედის სხვა ტერმინის სიგნიფიკატში.
• არც ობიექტურ ვიწრო კლასით შემოიფარგლება, ხშირი და საზოგადოა. აღნიშნულს კიდევ უფრო აზუსტებს წარმოება მისი ხარისხებისა; ((黒茶色 (kurocha-iro) - deep brown
• 暗褐色 (ankashoku) / 濃褐色 (n) - dark brown
狐色 (kitsune-iro) 淡褐色 (tankasshoku) - light brown)
ბოლო კრიტერიუმებისდა მიუხედავად, cairo არაა ბაზისური ფერი, აღნიშნულს ამყარებს დამატებითი მე-4 კრიტერიუმიც.
გადავამოწმოთ დარჩენილი 4 ფერის :orange, purple, pink, grey ბაზისურობა. მართალია, კეისა და ბერლინის თეორიის მიხედვით შემოწმების გარეშეც არაბაზისურია, ვინაიდან მათ წინ მდგომმა ფერმა ( chairo) დაარღვია მათ მიერ წარმოდგენილი ბაზისურ ფერთა სისტემა, თუმცა ჩვენ მაინც გადავამოწმებთ.

ნარინჯისფერი (orenji) ვინაიდან ამ ფერის აღმნიშვნელი სიტყვა იაპონურში არაა, ენა დაესესხა ინგლისურს. ამას ისიც ხდის ნათელს, რომ აღნიშნული ფერი იმ ანბანით იწერება, რომლითაც გამოისახება უცხოეთიდან შემოსული სიტყვები (კატაკანათი).
ახლა განვიხილოთ orenji იმ კატეგორიების მიხედვით, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ.
1) მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლექსიკურ მორფემას აღნიშნავს. მართალია, ji სადაურობის აღმნიშვნელი სუფიქსია, თუმცა ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფერთან არანაირად არაა კავშირში.მოკლედ, აღნიშნული ფერი მონოლექსემურია, როგორც ვხედავთ (ანუ ამ კატეგორიის მიხედვით ბაზისურობას აკმაყოფილებს)
2) არ შედის რომელიმე სხვა ტერმინის სიგნიფიკატში, უბრალოდ ნიშნავს ნარინჯისფერს, crimson-ის, მეწამულის და ა.შ მსგავსი ფერი არაა.
3) არ შემოიფარგლება ობიექტთა ვიწრო კლასით (შდრ იაპონურში გვაქვს abang(წითური), რაც გამოიყენება ასე ვთქვათ, ნარინჯისფერი/წითური შეფერილობის ადამიანების აღსანიშნავად) orenji კი ფართო კლასს მიეკუთვნება, მიემართება ნებისმიერ რამეს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
4) შედარებით თვალსაჩინოა, აღნიშნავს ცალსახად ერთ ფერს ( შდრ არც ლიბრედის ტიპის შეფერილობას ატარებს და არც ინგლისური mauve-ს, შეგვიძლია მსგავსი მაგალითები მოვძებნოთ სხვა ენებშიც)
როგორც ვხედავთ, ოთხივე ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარაა საჭირო დამატებითი კატეგორიების განხილვა (მათ მაშინ მივმართავთ, როცა ძირითადთაგან რომელიმე ეჭვს ბადებს).
იისფერი (murasakino)
1) ერთ ლექსიკურ მორფემას აღნიშნავს. მართალია saki ცალკე ნიშნავს „წინ"-ს, თუმცა ამ კონტექსტში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ვერ ამყარებს სემანტიკურ კავშირს რომელიმე მორფემასთან. ზოგადად no კუთვნულებას კი გამოხატავს, თუმცა mura-ს მნიშვნელობის უქონლობის გამო, ამ კატეგორიის მიხედვით აღნიშნული ფერი აკმაყოფილებს ბაზისურობის თეორიას.
2) ახლა საინტერესოა შედის თუ არა რომელიმე სხვა ტერმინის სიგნიფიკანტში. არ, შედის. პირდაპირ მიემართება იისფერს, ყოველგვარი სიმუქის, სიღიავისა და ა.შ გარეშე.
3) არც ობექტთა ვიწრო კლასით შემოიფარგლება. არ ნიშნავს იათა ბაღს ან იასამნების თაიგულს.
4) თვალსაჩინოა, მხოლოდ ერთ ფერს მიემართება სიზუსტითა და მის შესახებ წინასწარი წარმოდგენით.


ბოლოს, შეგვიძლია იისფერიც მივიჩნიოთ ბაზისურ ფერად იაპონურ ენაში.
ახლა დაგვრჩა განსახილველი ვარდისფერისა და ნაცრისფერის ბაზისურობა/არაბაზისურობის საკითხი .
ვარდისფერი (იაპონურად pinku) ერთი შეხედვით, გვგონია არაა ბაზისური , ვინაიდან უცხოურიდან შემოსული ფერია, როგორც ზემოთ გვეგონა სხვა ფერის შემთხვევაში, თუმცა ეს უკანასკნელი დამატებითი კრიტერიუმია, უპირველესად კი, საჭიროა განვიხილოთ 4 ძირითადი კრიტერიუმი.
1) pinku -ს შემთხვევაში უმნიშვნელოა მისი ნაწილების სემანტიკური მნიშვნელობა (pi-დღე, ku-პალატა) , ვინაიდან აღნიშნულ ფერთან არანაირ კავშირში არაა, შესაბამისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ არც აქ ვხდებით ერთ მორფემაზე მეტს.
2) არც რომელიმე ტერმინის სიგნიფიკანტში შედის, აქაც უარყოფითი პასუხი გვაქვს. pinku იაპონურშიც სტანდარტულ ვარდისფერს აღნიშნავს.
3) რა საკვირველია, არც ობიექტთა ვიწრო კლასით შემოიფარგლება. ზოგადად იაპონურში აღნიშნულს ძალიან ცოტა განსაზღვრება თუ მოეძებნება.
4) თვალსაჩინო, ნათელი და ზუსტია. ბუნდოვნებას არ იწვევს, რაც ცხადყო გამოკითხვამ რამდენიმე იაპონელია, რომლებსაც ვაჩვენებდით ამ ფერის მუყაოს ქაღალდსა და გარკვეულს საგნებს.
შესაბამისად, ეს ფერიც ბაზისურია.

ნაცრისფერის (guree-ს) შემადგენელ ნაწილსაც gu-ს მოეძებნება გარკვეული მნიშვნელობა „ინსტრუმენტი", თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე (ree-სსემანტიკური ღირებულების უქონლობის გამო) ეს კატეგორია უარყოფილ უნდა იქნას. ასევეა მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიები, რომლებიც ზემოთ განხილულია; ფერთა მსგავსად არ კმაყოფილდებიან.
შესაბამისად, ნაცრისფერიც ბაზისური ფერია.
მოკლედ, იაპონურში გვაქვს 10 ბაზისური ფერი და ამ ენამ გაარღვია კეისა და ბერკლინის თეორიით შემოშავებული სისტემა-როგორც დავინახეთ, იაპონურ ენაში cairo არაა ბაზისური ფერი, თუმცა მისი შემდგომი 4 ფერი, რომელიც აღნიშნული თეორიის მიხედვით არაბაზისური ფერები უნდა ყოფილიყო, მიეკუთვნება ბაზისურ ფერთა სისტემას.
მაშასადამე, კეისა და ბერლინის თეორია ნაწილობრივ არ ვრცელდება ყველა ენის ფერთა სისტემაზე, რაც ახალი სირთულეებს ქმნის ენათმეცნიერებაში, რომელსაც მორიგი კვლევა სჭირდება.
 
 
გამოყენებული ლიტერატურა- ე. სოსელიას "სემანტიკური უნივერსალიები და ქართველური ენები"




კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: