მთვარის ილუზია » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

მთვარის ილუზია 

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანებს აკვირვებდათ ის ფაქტი, რომ ჰორიზონტზე მთვარე გაცილებით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის მაღლაა, ზენიტში. ამ მოვლენას უწოდეს მთვარის ილუზია. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც სხვადასხვაგვარად ხსნის ამ მოვლენას. არისტოტელეს დროიდან მოყოლებული, გავრცელებული იყო შეხედულება, თითქოს ჰორიზონტზე მთვარის დიდი ზომა აიხსნება `გამადიდებელი~ ეფექტით, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო ქმნის. თუმცა ამჟამად ცნობილია, რომ მთვარის ზომის აღქმაზე ატმოსფერო გავლენას არ ახდენს, ის მხოლოდ მის ფერს ცვლის.
 
მთვარის ილუზიის ერთ-ერთ ახსნას გვთავაზობს ე. წ. შედარებითი ზომის თეორია, რომლის თანახმად, საგნის აღქმული ზომა დამოკიდებულია არა მხოლოდ თვალის ბადურაზე მოცემული მისი გამოსახულების ზომაზე, არამედ სხვა ობიექტების სიდიდეზეც, რომლებიც ამ დროს მხედველობის ველში ხვდება. როდესაც ვაკვირდებით მთვარეს ჰორიზონტზე, ჩვენ ვხედავთ არა მარტო მას, არამედ სხვა ობიექტებსაც, რომელთა ფონზე მთვარე უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ხოლო როდესაც მთვარე ზენიტშია, ცის უკიდეგანო სივრცე მას უფრო მცირე ზომის მქონედ წარმოაჩენს. ამ ეფექტის საილუსტრაციოდ გერმანელი ფსიქოლოგის ჰ. ებინგჰაუზის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში პატარა წრეებით გარშემორტყმული წრე წარმოადგენდა მთვარეს ჰორიზონტზე, მხედველობის ველში მოხვედრილი ლანდშაფტის ხვადასხვა ობიექტთან _ ხეებთან თუ შენობებთან _ ერთად. ხოლო წრე, რომელიც უფრო დიდი წრეებით იყო გარშემორტყმული, წარმოადგენდა მთვარეს ზენიტში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცენტრალურ წრეს თანაბარი ზომა ჰქონდა, ცდისპირთა უმრავლესობას სურათზე მარჯვენა წრე უფრო დიდი ეჩვენებოდა (ნახ. 1).

შევსებული სივრცის ჰიპოთეზის თანახმად, ჰორიზონტსა და დამკვირვებელს შორის არსებული სივრცე შევსებულია სხვადასხვაგვარი ობიექტებით და ამიტომ გაცილებით უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე შეუვსებელი სივრცე ზეცამდე. ანალოგიურად, შენობა, რომელიც ორნამენტებით და ფიგურებითაა მორთული, უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. მანძილის ზრდასთან ერთად ობიექტის გამოსახულების ზომები თვალის ბადურაზე უნდა მცირდებოდეს. მაგრამ რადგან ორივე შემთხვევაში მთვარის გამოსახულება ბადურაზე ერთი და იმავე ზომისაა, ხოლო დამკვირვებელი უფრო დაშორებულად აღიქვამს მთვარეს ჰორიზონტზე, ვიდრე ზენიტში, მხედველობის სისტემას `შესწორებები~ შეაქვს მთვარის აღქმულ ზომებში. ამიტომ მთვარე ჰორიზონტზე უფრო დიდი გვეჩვენება, ვიდრე მთვარე ზენიტში.
 

ამ თეორიას ეხმიანება იტალიელი ფსიქოლოგის მარიო პონცოს კონცეფცია, რომლის თანახმად, ობიექტის ზომის აღქმაზე გავლენას ახდენს მისი ფონი. პონცომ ორი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური მონაკვეთი დახაზა ისეთი ხაზების ფონზე, რომლებიც გარკვეულ წერტილში ერთდებოდა (ნახ. 2). ამით პერსპექტივის, სიღრმის ილუზია იქმნებოდა, რის გამოც ზედა მონაკვეთი დამკვირვებლისგან უფრო დაშორებული და, შესაბამისად, უფრო დიდი ზომისა მოჩანდა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მთვარის ილუზია პონცოს ილუზიის მაგალითია, სადაც ხეები, შენობები და ლანდშაფტის სხვა დეტალები ერთი წერტილისკენ მიმართული ხაზების როლს ასრულებს. მთვარე, რომელიც მოჩანს ჰორიზონტის ხაზზე, ლანდშაფტის ობიექტთა გრძელი რიგის ბოლოსაა მოქცეული. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მთვარე უფრო დიდია, ვიდრე სინამდვილეში. მხედველობის ველიდან ამ ორიენტირების ამოღებისას მთვარის ხილული ზომები მკვეთრად მცირდება.


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: