თავის ტვინში 11 განზომილება აღმოაჩინეს » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
თქვენი სტატუსი?
0–5 წლამდე
სკოლის მოსწავლე
აბიტურიენტი
სტუდენტი(ბაკალავრი)
სტუდენტი(მაგისტრატურა)
მასწავლებელი
დოქტორი
ლექტორი
დასაქმებული კერძო სამსახურში
დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში
ბიზნესმენი
უმუშევარი
ჯარისკაცი
პენსიონერი
უცხოეთის მოქალაქე
სხვა
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

თავის ტვინში 11 განზომილება აღმოაჩინეს 

შვეიცარიელმა მეცნიერებმა მათემატიკური მეთოდების მეშვეობით გამოარკვიეს, რომ თავის ტვინი მრავალგანზომიერებიანი გეომეტრიული სტრუქტურებისგან შედგება, რომლებიც ოთხ, შვიდ და 11 განზომილებაშიც კი არსებობენ.


შვეიცარიაში, ლოზანას ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერ-ექსპერტთა ჯგუფმა პროექტ Blue Brain-ზე მუშაობისას თავის ტვინში ურთიერთქმედების რთული პრინციპები აღმოაჩინა. კვლევის მიზანი ადამიანის ტვინის ზუსტი აღწარმოება იყო.


კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერში თავის ტვინის კომპიუტერული მოდელი შექმნეს და მათემატიკის ნაწილი სახელად „ალგებრული ტოპოლოგია" გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც ობიექტის და სივრცის ფორმის ცვლილების მიუხედავად მათ თვისებებს შეისწავლიდნენ.


ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას მრავალგანზომილებიანი ნევროლოგიური სტრუქტურის შექმნის გზით ამუშავებდა, რომლებიც მაშინვე იშლებოდნენ, როგორც კი მონაცემები გასაგები ხდებოდა. ამასთან მეცნიერებმა ტვინში მრავალგანზომილებიანი გეომეტრიულ სტრუქტურებს შორის სიცარიელეების დიდი რაოდენობა პირველად აღმოაჩინეს.


„ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავებისას დიდი სივრცეების გაჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ქსელში ჩართული ნეირონები გამაღიზიანებელზე ძალიან ორგანიზებულად რეაგირებენ", აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე და იმავე დროს მიუთითებს, რომ მათემატიკა, რომელსაც ქსელების შესასწავლად იყენებენ, ვერ ახდენს მრავალგანზომილებიანი სტრუქტურების აღმოჩენას.


ექსპერტების განმარტებით გარეგნულად ტვინი სტიმულებზე პასუხად მრავალგანზომილებიანი ბლოკებისგან კოშკს აგებს. ტვინი იწყებს ერთგანზომილებიანი ჯოხებით, შემდეგ გადადის ფიცრებზე (2D), შემდეგ კუბებზე (3D), ხოლო შემდეგ უკვე 4D, 5D-ს და ასე შემდეგ,უფრო რთულ გეომეტრიაზე გადადის.


პროექტს Blue Brain-ის ხელმძღვანელის, ჰენრი მარკრამის განცხადებით მათი აღმოჩენა ეპოქალურია. „ჩვენ აღმოვაჩინეთ სამყარო, რომლის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ გვქონდა. ტვინის უმცირეს ნაწილშიც კი მილიონობით ობიექტია, რომელთაც შვიდამდე განზომილება აქვთ. ხოლო ზოგიერთ ქსელებში ჩვენ 11 განზომილება დავითვალეთ", - აცხადებს მარკრამი.


 


 


 


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: