მათემატიკის არსი » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

მათემატიკის არსი 

სიტყვა მათემატიკა ჩემთვის ყოველთვის იმ ბავშვობის დროინდელ თამაშობების გახსენებაა, რომლებმაც შემაგრძნობინეს მათემატიკა, მიმიზიდეს, ჩამახედეს რიცხვების არსში, გამარჯვებულ-დამარცხებულის ზუსტ განმსაზღვრელ აზროვნებას მიმაჩვიეს და ამგვარად მოხიბლული ჩემთვის მათემატიკა არასდროს ყოფილა მიუწვდომელი.

მათემატიკური ცოდნის აგება საჭიროებების გაჩენამ გამოიწვია. პირველად იყო თვლა და ნატურალური რიცხვები შემოვიდა აზროვნებაში. შემდეგ თვლა ორ-ორად, სამ-სამად და ა. შ. და მიიღეს ლუწი, კენტი და ჯერადი რიცხვები. გამოკლება და გაყოფა ხომ შეკრების და გამრავლების შებრუნებული მოქმედებადაა გააზრებული.

ყველაფერი კი ბუნებრივი რიცხვებით, ნატურალური რიცხვებით დაიწყო და პრაქტიკული დათვლის სახე ჰქონდა. მათემატიკა პრაქტიკის, დასათვლელი ობიექტის გარეშე უაზრობად გამოიყურება. ზოგიერთს პრაქტიკული წარმოსახვის უნარი გააჩნია და მარტივად სწავლობს მათემატიკას, ზოგიერთს კი ამ პრაქტიკის რეალურად განხორციელების შემდეგ შეუძლია.

თამაშობებით სწავლება მათემატიკის სწავლების ძირითადი მეთოდია. მას არამხოლოდ მასწავლებელი, არამედ მშობელიც უნდა მიმართავდეს და ცხოვრებისეულ მათემატიკურ გამოვლინებებს განიხილავდეს შვილთან ერთად. მაგალითად, ქუჩების გადანომრვა და კვეთა, ტემპერატურის ცვლილება და სხვა. მეც და ყველამ თამაშ-თამაშით ვისწავლეთ მათემატიკა, ვის ბევრად და ვის ნაკლებად დასჭირვებია დახმარება.

ყოველთვის ძნელია ასწავლო მოზარდს, როდესაც მას თავისი საყვარელი საქმიანობა არ გააჩნია ან ბუნებასთან არ აქვს კავშირი. მათ არ ესმით თანმიმდევრობითი ქმედებები და არც ბუნებრივ კანონზომიერებებს არა არიან დაკვირვებულნი. ძნელია, რადგან სწავლების დროს ვერ ხერხდება მათემატიკის თანმიმდევრული პროცესების დაკავშირება რეალურ გარემოსთან!

მათემატიკის სწავლა ადვილია, როცა მისი არსი გესმის. კითხვა, თუ რას შეისწავლის მათემატიკა, ან რაში გვჭირდება google -ს არ უნდა მოითხოვდეს.

მათემატიკა დიდ სიყვარულს ატარებს, აზროვნების სიყვარულს, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი:
საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიები და რჩევებია , რაც კარგად დაეხმარება ამ კუთხით მომუშავეებს. მეც დიდი სიამოვნებით დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში
ციტირება         
არ ვიცი, რას უწოდებთ პრაქტიკაში დანერგვას. არ ვიცი, როგორ უნდა დაეხმაროს ეს რჩევები სხვას. არ ვიცი ეს ყველაფერი, რადგან ყოველი ზემოთ ნაწერი, ჩემი განცდებია მათემატიკის შესახებ, ჩემი სიტყვები ყოველდღიური სასაუბრო ენიდანაა მარტივად და გასაგებად ნათქვამი. ასე რომ, თუ მათემატიკის შეგრძნებაში დაგეხმარებით და მისი თითქოს უხილავი და ამავე დროს თურმე ძალზედ საინტერესო მხარეების დანახვას შეგაძლებინებთ, ეს თქვენი დამსახურებაა. ვინც თვითგანვითარებას არ ეწევა და სხვათა რჩევებსა და მითითებებზეა დამოკიდებული, ძნელია მან რაიმეს იმპლემენტაცია შეძლოს.
ციტირება