რასაც დასთეს, იმას მოიმკი » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
შეგვაფასეთ
შესანიშნავია wink
კარგია winked
ისე რა smile
არ ვარგა lol
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

რასაც დასთეს, იმას მოიმკი 

წლების შემდეგ გაახსენეს სიტყვები. სიტყვები, რომლებიც განზრახ ჰქონდა ნათქვამი და სიმართლე რომ გითხრათ, ელოდა ამ ყველაფერს. მან იცოდა, რომ ეს იყო დღეს. ხვალ კი, სხვა სიტყვებსაც გაახსენებდნენ.

,,რასაც დასთეს, იმას მოიმკიო’’ - გიორგიც განზრახ დათესილს იმკიდა.

ყველაფერი კი კლასში მათემატიკის გაკვეთილზე დაიწყო. გიორგი მასწავლებლის როლში იყო, დანარჩენი კი - მოსწავლეების.
მასწავლებელი თითქოს: მოსწავლეთა თანატოლი იყო; ესწრებოდა მათემატიკის გაკვეთილს და მათთან ერთად შეიგრძნობდა მათემატიკის ძალას; მოსწავლეთა თანადროულად ხვდებოდა პასუხის მისაღებად საჭირო გააზრებას; იყო მათი კლასელი, ცალკე განმარტოებული მაგიდით და გაკვეთილზე აქეთ-იქით სიარულის და სხვა მრავალი უფლებით.

გიორგის მიერ განხორციელებული სწავლება მხოლოდ იმ გაკვეთილის შიგნით არ ტრიალებდა და არ იყო მოსწავლეთათვის მოსაბეზრებელი. არ აკეთებდნენ ისინი მხოლოდ ერთსა და იმავე მაგალითებს და ამოცანებს, არამედ მასწავლებელი განავრცობდა თემებს, საუბრობდა მათთან ერთად მათემატიკურ საკითხებზე, მოსწავლეებს საკითხის ინტერპრეტირებას სთხოვდა და უამბობდა მათ და პირდებოდა, თუ რას შეძლებდნენ მათემატიკაში წლების შემდეგ ამჟამად მიღებული ცოდნით. და ეს წლების წინ დაპირებულიც დადგა და მოსწავლე ახსენებს მასწავლებელს - ,,ამას გვეუბნებოდით წინა კლასშიო’’.

ბუმერანგივით დაუბრუნდა სიტყვა გიორგის. თითოეული მოსწავლე მოელოდა, თუ როდის დააბრუნებდა სიტყვას. მასწავლებელი კი ყოველთვის ბუმერანგ სიტყვებს უშვებდა იმ იმედით, რომ დააბრუნებდნენ. სიტყვა დაბრუნდა, რაც გიორგისთვის და მსგავსი მასწავლებლებისთვის დიდი სტიმულია, წარმოსთქვას სიტყვები, რომლებიც წლების შემდეგ უკან დაუბრუნდება.

გიორგის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ რეკომენდაციის სახით, რომ: ნებისმიერი საგნის მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეს დაანახოს სურათი მთლიანი სწავლებისა. მართოს სიტუაცია ისე, რომ მხოლოდ ერთი დღის სწავლებას არ გულისხმობდეს ახსნილი გაკვეთილი. მისცეს დაპირება მიუწვდომლის, მაგრამ ამასთანავე აჩვენოს, რომ მიუწვდომლის ამოხსნას ამჟამად სწავლობს ნაბიჯ-ნაბიჯ. წარმოთქვას სიტყვები, რომელიც დაანახებს მომავლის საქმეს. ამით მოსწავლის ინტერესიც კმაყოფილდება რისთვის სწავლობს ამა თუ იმ საგნის ამა თუ იმ საკითხს და დამიჯერეთ, თქმულ სიტყვას მოსწავლე/მოსწავლეები უკან გარკვეული დროის (თვეები, წლები) შემდეგ დაგიბრუნებენ.

დრომ, პრაქტიკამ და მოსწავლეებმა აჩვენეს გიორგის, რომ თქმული სიტყვა უკან ბრუნდება ბუნებრივად, თავისთავად, ძალდაუტანებლად.

მასწავლებლებო, მიეცით სიტყვას ძალა და უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ანდაზას, ,,რასაც დასთეს, იმას მოიმკი’’-ს ნუ განიხილავთ ნეგატიური ხედვით. გიორგიმ შეძლო სიტყვა სწორად და კეთილად დაეთესა, ამიტომ ნაყოფიც კეთილი მიიღო და თქვენც შეეცადეთ იმოქმედოთ გიორგის მსგავსად.

წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი/Author: www.mecnier.com - არჩილ კვინიკაძე


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: